„პარი სენ ჟერმენისა’’ და „მონაკოს’’ შეხვედრაში პარიზელთა მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა დასახიჩრდა. მონაკოს „ლუი მეორის’’ სახელობის სტადიონზე მატჩის 22-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც 23 წლის კოტ დ’ივუარელი მცველი ვილფრედ სინგო პარიზელთა საჯარიმოში მარჯვენა მხრიდან შეიჭრა, მაგრამ კარიდან იტალიელი მეკარეგამოვარდა და გზა გადაუღობა. სინგომ სცადა დონარუმას გადახტომოდა, მაგრამ მარჯვენა ფეხი სახეში მიარტყა.

დონარუმა გადარჩა. ცხადია ის შესაცვლელი გახდა. იტალიელის ნაცვლად პარიზელთა კარში რუსი მატვეი საფონოვი ჩადგა.  შეხვედრა დამთავრდა 4:2 სტუმრების სასარგებლოდ.

Donnarumma suffered the injury during PSG's Ligue 1 match at Monaco

Donnarumma later shared a photo on X of his face with ten staples on his wounds