ფუტსალი | მეინ რაუნდის მეორე მატჩი საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთში გამართა #1TVSPORT - 1TV

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის მეორე მატჩში საქართველოს ფუტსალის ნაკრები საფრანგეთს ესტუმრა და 2:5 დამარცხდა.

ფრანგები ჯგუფის ფავორიტებად არიან მიჩნეულმნი და ეს პირველ მატჩშივე გამოჩნდა, როდესაც ბულგარეთს 11:0 მოუგეს.

ფრანგებმა ჩვენებთანაც მაგრად დაიწყეს. ტაიმი 2:0 მოიგეს, ხოლო შესვენების შემდეგ კიდევ სამი დაუმატეს. ჩვენებმა გოლები ამის შემდეგ შეაგდეს – გიორგი ღავთაძემ და ნიკოლოზ გაბრიჩიძემ გაიტანეს. ჯგუფის მეორე მატჩში კოსოვოს ნაკრებმა შინ 6:2 მოუგო ბულგარეთს.

ორი ტურის შემდეგ, ლიდერი საფრანგეთია (6 ქულა); კოსოვოსა და საქართველოს 3-3 ქულა აქვთ; ბულგარეთი უქულოა. მომდევნო მატჩებს საქართველოს ნაკრები უკვე გაისად გამართავს: 31 იანვარს ბულგარეთის ნაკრებს უმასპინძლებს, ხოლო 4 თებერვალს – ესტუმრება. ევროპის ჩემპიონატის საგზურს მეინ რაუნდის ათი ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს, რვა საუკეთესო მეორეადგილოსანი კი, საგზურისთვის ბრძოლას ფლეი ოფში გააგრძელებს.

წილი
წინა სტატიაკიკე სანჩეს ფლორესი ჯერჯერობით უარზეა
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.