რას არ გააკეთებს კაცი ქველმოქმედების გამო.
„გლაზგო რეინჯერსის’’, „მილანისა’’ და იტალიის ნაკრების ვეტერანმა, „ნაპოლის’’, „ვალენსიას’’, „მარსელის’’ და სხვა გუნდების ყოფილმა მწვრთნელმა, რომელიც ახლა სპლიტის „ჰაიდუკს’’ უდგას სათავეში, დალაქთან ერთი მისვლით 10 ათასი ევრო იშოვა.
ეს იყო აქცია, რომლით მონაგები ფულიც მან სხვადასხვა დანიშნულებით გადარიცხა.
ჯენარო გატუზომ 22 წლის მანძილზე ნალოლიავები წვერი გაიპარსა.
„ღამურებში’’ გიორგი მამარდაშვილის ყოფილი თავკაცი ახალი გარეგნობით გაცილებით ახალგაზრდულად გამოიყურება, თუმცა… აშკარად სხვანაირია.