ციურიხში, 13 დეკემბერს, მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მონდიალზე მოსახვედრად ჩვენი გუნდის მეტოქეები თურქეთი, ბულგარეთი და ერთა ლიგაში ესპანეთი-ნიდერლანდებს შორის გამარჯვებული იქნება. იქვე შედგა მატჩების კალენდარი და გაირკვა, რომ საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს შინ, თურქეთთან, 4 სექტემბერს გამართავს.

პირველი ტური, 4 სექტემბერი

საქართველო – თურქეთი

ბულგარეთი – ესპანეთი/ნიდერლანდები

Underdog stories of Euro 2024 suggest 2026 World Cup expansion is not a bad  idea after all | Racing Postმეორე ტური, 7 სექტემბერი

საქართველო – ბულგარეთი

თურქეთი – ესპანეთი/ნიდერლანდები

მესამე ტური, 11 ოქტომბერი

ბულგარეთი – თურქეთი

ესპანეთი/ნიდერლანდები – საქართველო

მეოთხე ტური, 14 ოქტომბერი

თურქეთი – საქართველო

ესპანეთი/ნიდერლანდები – ბულგარეთი

მეხუთე ტური, 15 ნოემბერი

საქართველო – ესპანეთი/ნიდერლანდები

თურქეთი – ბულგარეთი

მეექვსე ტური, 18 ნოემბერი

ბულგარეთი – საქართველო

ესპანეთი/ნიდერლანდები – თურქეთი

მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატზე ევროპიდან 12 ჯგუფის 12 გამარჯვებული მოხვდება, ხოლო 12 მეორეადგილოსანს პლეი ოფში ერთა ლიგის ოთხი საუკეთესო ნაკრები შეუერთდება და ისინი მუნდიალზე გასვლას ამ გზით ეცდებიან.

მსოფლიო ჩემპიონატი 2026 წლის 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით აშშ-ის, მექსიკისა და კანადის 16 ქალაქში გაიმართება, ფინალს კი 19 ივლისს ნიუ იორკი უმასპინძლებს.

 

წილი
წინა სტატიაშარშანდელივით: მეორეა სკარლეტსი
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.