ციურიხში, მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფების წილისყრა გაიმართა და საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა.

საქართველოს ნაკრები, რომელიც მესამე კალათაში იყო განთესილი, მსოფლიო შესარჩევის E, ოთხგუნდიან ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენების მეტოქეები იქნებია:

ერთა ლიგის პლეი ოფიში ესპანეთსა და ნიდერლანდებს შორის გამარჯვებული, თურქეთი, და ბულგარეთი.

წილისყრის შედეგად შეიქმნა 12 ჯგუფი, საიდანაც ექვსი ხუთგუნდიანია, ექვსიც – ოთხგუნდიანი. თითოეული ჯგუფის გამარჯვებული პირდაპირ დაადგება ამერიკის გზას, ხოლო მეორეადგილოსნები (12 ნაკრები) პლეი ოფში ითამაშებენ, სადაც მათ ერთა ლიგის ოთხი საუკეთესო ნაკრები შეუერთდება, რომლებიც ჩვეულებრივ შესარჩევ ეტაპზე ჯგუფებში პირველ-მეორე ადგილებს ვერ დაიკავებენ.

ხუთგუნდიანი ჯუფები შესარჩევ ეტაპს 2025 წლის მარტში დაიწყებენ, ოთხგუნდიანები კი – სექტემბერში. საკვალიფიკაციო ეტაპი ნოემბერში დასრულდება, პლეი ოფის მატჩები კი 2026 წლის მარტში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩები 2026 წლის 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით აშშ-ის, მექსიკისა და კანადის 16 ქალაქში გაიმართება და მასში მონაწილეობას 48 ნაკრები მიიღებს.

Become a Volunteer for the 2026 World Cup! - Road to the World Cup

წილი
წინა სტატიალავეცი თუ კვარა?
შემდეგი სტატიაასათიანი მოგებით იწყებს
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.