„რადიო ნაპოლი ჩენტრალეს’’ ეთერში სტუმრად ჰყავდათ სპორტული მენეჯერი პიერპაოლო მარინო, რომელიც 19 წლის მანძილზე „უდინეზესა’’ და „ნაპოლიში’’ მუშაობდა. მას არგენტინელი ესეკიელ ლავეცისა და ხვიჩა კვარაცხელიას შედარება სთხოვეს. მარინომ უპასუხა:
„ჩემი აზრით ისინი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ლავეცი არაპროგნოზირებადი „ბაგირზე მოსიარულე’’ იყო. ის იყო მესამე ათასწლეულის გარინჩა. ქართველი მისგან განსხვავებით მონოთემატურია (ერთფეროვანია). პოჩოს მოედნის სიღრმიდანაც იოლად შეეძლო მოქმედება. თუმცა, ძალიან კარგი იქნებოდა რომ არსებობდეს გუნდი, რომელსაც მარჯვენა ფრთაზე ლავეცი ეყოლებოდა, ხოლო მარცხენაზე კვარა’’.
ესეკიელ ლავეცი 39 წლისაა. მან არგენტინის ნაკრებში 51 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა. მისი ევროპული კარიერა შედგებოდა „ნაპოლისა’’ (2007-12) და „პარი სენ ჟერმენში’’ (2016-2019) თამაშისგან. „აძურის’’ შემადგენლობაში ლავეციმ 156 შეხვედრაში 38 გოლი გაიტანა.
ცნობისათვის, კვარაცხელიამ „ნაპოლის’’ მაისურით 105 შეხვედრაში 30 გოლი შეაგდო.