ხვალ, 13 დეკემბერს, თბილისის დროით 15 საათზე, ციურიხში მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ევროპის ზონის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართება. მოგეხსენებათ, მომავალ მუნდიალზე გუნდების რაოდენობა 48-მდე გაიზრდება. აქედან 16 საგზური ევროპელებს შეხვდებათ.

2023 წლის 25 იანვარს, უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა ნიონში გამართულ შეხვედრაზე დაამტკიცა შესარჩევი ტურნირის ახალი ფორმატი. ევროპიდან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურის რაოდენობის 13-დან 16-მდე გაზრდის შესახებ. შეიცვალა შესარჩევი ტურნირის ფორმატიც. საკვალიფიკაციო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ამჯერად 12 ჯგუფი იქნება, რომელთაგან თითოეულში ოთხი ან ხუთი გუნდი ითამაშებს.

FIFA reveals 2026 World Cup logo - Arabian Business: Latest News on the  Middle East, Real Estate, Finance, and More

თითოეული ჯგუფის გამარჯვებული პირდაპირ მიიღებს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს, ხოლო მეორე ადგილზე გასული თორმეტი გუნდი ერთა ლიგის საუკეთესო ოთხეულთან ერთად წილისყრის შედეგად შექმნის ოთხ ოთხგუნდიან მიკროტურნირს . გათამაშდება ნახევარფინალები და ფინალები.

ხუთგუნდიან ჯგუფებში ნაკრებები საკვალიფიკაციო შეხვედრებს 2025 წლის მარტში დაიწყებენ, ოთხგუნდიან ჯგუფებში კი – სექტემბერში. ყველა ჯგუფის მატჩები 2025 წლის ნოემბერში დასრულდება.

სულ ხუთი შესარჩევი კალათაა. საქართველოს ნაკრები მესამე კალათაშია და შესაბამისად ამ კალათის გუნდებს (შოტლანდია, სლოვენია, ირლანდია, ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ფინეთი, ისლანდია, ჩრდილოეთ ირლანდია, მონტენეგრო, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ისრაელი) არ შეხვდება.

ეს წილისყრა  ჩვენთვის განსხვავებულია. ნაკრების ბოლოდროინდელი წარმატებების ფონზე ფინალურ ეტაპზე გასვლის ამბიცია გაგვიჩნდა. ერთა ლიგიდან არ გამოგვივიდა, ეგებ შესარჩევიდან გაგვიმართლოს.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის კალათები:

1 კალათი: საფრანგეთი, ესპანეთი, ინგლისი, პორტუგალია, ნიდერლანდები, ბელგია, იტალია,

გერმანია, ხორვატია, შვეიცარია, დანია, ავსტრია

2 კალათი: უკრაინა, შვედეთი, თურქეთი, უელსი, უნგრეთი, სერბეთი, პოლონეთი, რუმინეთი,

საბერძნეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთი, ნორვეგია

3 კალათი: შოტლანდია, სლოვენია, ირლანდია, ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, საქართველო, ფინეთი, ისლანდია, ჩრდილოეთ ირლანდია, მონტენეგრო,ბოსნია-ჰერცეგოვინა, ისრაელი

4 კალათი: ბულგარეთი, ლუქსემბურგი, ბელარუსი, კოსოვო, სომხეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი,

ესტონეთი, კვიპროსი, ფარერის კუნძულები, ლატვია, ლიეტუვა

5 კალათი: მოლდოვა, მალტა, ანდორა, გიბრალტარი, ლიხტენშტაინი, სან-მარინო

Zurich draw will decide All Whites' pathway to 2026 FIFA Men's World Cup -  Friends of Football