„ვალენსია’’ 2025 წლის ბოლომდე გიორგი მამარდაშვილისა და კაპიტნის ხოსე გაიას გარეშე დარჩა.

ეს ისედაც დაბეჩავებული გუნდისთვის დიდი დარტყმაა ― შემდეგი სამი კვირის განმავლობაში „ღამურებს’’ ორი მთავარი ვარსკვლავი ვერ დაეხმარება. როგორც Tribuna Deportiva წერს, ქართველ მეკარეს „რაიო ვალეკანოსთან’’ წინა სწორი კუნთი გაუწყდა და განკურნება დროს მოითხოვს.

შესაბამისად, ქართველი მეკარე გამოტოვებს შეხვედრებს „ვალიადოლიდთან’’, „ესპანიოლთან’’ და „ალავესთან’’.

ჩამოთვლილი სამი მატჩი „ჩეებისთვის’’ ლა ლიგაში დასარჩენად შეიძლება მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს.