ნეაპოლური პრესა, რომელიც ბოლოხანს ხვიჩა კვარაცხელიას კრიტიკით იყო დაკავებული ახლა წერს, რომ ანტონიო კონტეს გუნდი სკუდეტოსთვის ბრძოლის გზაზე დიდი დაბრკოლების წინაშე დადგა: კვირას, „ნაპოლისა’’ და „ლაციოს’’ შეხვედრაში ქართველი გარემარბი დაშავდა. ამრიგად „აძურიმ’’ მხოლოდ ლიდერობა კი არა, მთავარი ვარსკვლავიც დაკარგა.
„ნაპოლის’’ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა პრეს-რელიზი. მასში წერია: „კვირას „ლაციოსთან’’ მატჩის მსვლელობისას ერთ-ერთი ორთაბრძოლის დროს კვიჩა კვარაცხელიამ მარჯვენა მუხლის ტრავმა მიიღო – მას მყესი დაეჭიმა. დღეს ფეხბურთელს „პინეტა გრანდე ჰოსპიტალში’’ გამოკვლევა ჩაუტარდა. დადგინდა, რომ მას დაბალგამოხატული დაზინება აქვს. კვარაცხელია რეაბილიტაციის კურსს უკვე შეუდგა’’.
ქართველ გარემარბს ოპერაცია არ დასჭირდება, თუმცა გამოჯანმრთელების პროცესი დაახლოებით ერთი თვე გასტანს. ის გამოტოვებს სულ მცირე ხუთ შეხვედრას: „უდინეზესთან’’ (14 დეკემბერი), „ჯენოასთან’’ (21 დეკემბერი), „ვენეციასთან“ (29 დეკემბერი), „ფიორენტინასთან’’ (4 იანვარი) და „ვერონასთან’’ (12 იანვარი). „ნაპოლი’’ იმედოვნებს, რომ გარემარბი 19 იანვარს „ატალანტასთან’’ სტუმრად თამაშს შეძლებს.