საბა გოგლიჩიძის „ემპოლი’’ მე-15 ტურის შემდეგ სერია A-ს ათეულში ეფექტურად შევიდა – სტუმრად 4:1 მოუგო „ვერონას’’. მართალია, მიმომხილველები წერენ, რომ ამ ეტაპზე ორივე გუნდი ცუდ ფორმაშია, მაგრამ ინიციატივა თავიდანვე სტუმრებმა იგდეს ხელთ და მათ გამარჯვებაში ეჭვის შეტანა შეუძლებელი იყო. ქართველმა მცველმა იტალიური პრესის ნაწილისგან ასეთი შეფასებები მიიღო:
calciomercato — 6.5 დაცვა საიმედოდ ჰქონდა ჩაკეტილი, წინ კი ნებისმიერ სიტუაციაში მზად იყო თანაგუნდელებისთვის დახმარება გაეწია, ეგრეთწოდებულ „ოვერლეპშიც’’ (ნახევარმცველთან კედლის გათამაშება და ფლანგზე წინ გაჭრა) კი.
pianetaempoli — 6.5 მის მხარეს ბევრი სამუშაო არ იყო, მაგრამ როდესაც საჭირო იყო, საქმეში დროულად ერთვებოდა.
Tuttomercatoweb ― 6.0 „ვერონა’’ მისი ფრთიდან ცოტას უტევდა, ამიტომაც ამ დღეს ქართველს ბევრი საზრუნავი არ ჰქონია.
eurosport — 6.0 ჩვეულებრივი სამუშაო დღე ჰქონდა. „ვერონას’’ მის მხარეს ფაქტობრივად არ შეუტევია.
Flashscore-მა საბა გოგლიჩიძეს 6.7 დაუწერა, ხოლო whoscored-მა 6.6