ეროვნული ლიგის ბოლოსწინა ტურში ქვეყნის ჩემპიონის ვინაობა გაირკვა. „იბერიამ“ სტუმრად „გაგრას“ 2:1 სძლია, 74 ქულა მოაგროვა და კონკურენტებისთვის მიუღწეველი გახდა. ეს იბერიელთა რიგით მეორე ჩემპიონობაა ეროვნული ჩემპიონატების ისტორიაში. პირველად გუნდმა (მაშინ „საბურთალო“ ერქვა) 2018 წელს მოიპოვა ტიტული.
ასევე ორ-ორჯერ გაუმარჯვიათ: „ბათუმს,“ „ზესტაფონს,“ „რუსთავსა“ და „ვიტ ჯორჯიას.“ თითოჯერ – „სამტრდიას,“ „დილასა“ და „სიონს.“
ოთხჯერ იპირველა ქუთაისის „ტორპედომ.“
რეკორდსმენი კი თბილისის „დინამოა“ – 19 ტიტულით.
საქმე ისე აეწყო, რომ ტურის ადრეულ მატჩში (13 30-ზე დაიწყო), თბილისელთა უშუალო კონკურენტმა „ტორედომ“ წყალტუბოში 1:2 წააგო. ახლა „იბერიას“ ჩემპიონობისთვის ფრეც აძლევდა ხელს, თუმცა თავიდან აგებდა „გაგრასთან“ (მატჩი იმავე დღეს 19 საათზე დაიწყო). ყველაფერი მეორე ტაიმში მინდორზე გიზო მამაგეიშვილის გამოჩენამ გადაწყვიტა. მან ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი მალელ შეიკნე სილას გაატანინა გამარჯვების გოლი.
„იბერია“ „საბურთალოს“ სეზონის დაწყების წინ დაარქვეს. ახალმა სახელმა გაამართლა. ამ სახელთ „იბერია“ პირველივე წელს ჩემპიონი გახდა. სხვათა შორის, ეს წელი „იბერიისთვის“ საიუბილეოც გახლდათ. თბილისურმა გუნდმა რანგით უმაღლეს ლიგაში მე-10 სეზონი ჩაატარა.
სეზონის დასაწყისში გუნდს გიორგი მიქაძე წვრთნიდა. ივლისიდან კი გუნდს ლევან კორღალიძე ჩაუდგა სათავეში, რომელსაც კლუბში ადრეც უმუშავია და 2021 წელს ქვეყნის თასიც მოაგებინა.
სამგურალი 2:1 ტორპედო
1:0 კიკაბიძე (15 პენ), 1:1 იონსენი (37 პენ), 2:1 კუტალია (90+3)
კოლხეთი 3:0 დინამო
1:0 ახალაძე (16), 2:0 ჯიჯავაძე (23), 3:0 აბუაშვილი (88)
გაგრა 1:2 იბერია
1:0 ჭავჭანიძე (15), 1:1 გიზო მამაგეიშვილი (50), 1:2 სილა (84)
ბათუმი 0:2 დილა
0:1 ვაუტერი (35), 0:2 ბუღრიძე (48)
თელავი – სამტრედია – მოგვიანებით გაიმართება
მეგოლეები: ბიორნ იონსენი (ტორპედო, ნორვეგია) – 22, ტაირელ ვაუტერი (დილა, ნიდერლანდები) – 18, გიორგი კოხრეიძე (იბერია) – 16, შეიკნე სილა (იბერია, მალი) – 14, ლევან კუტალია (სამგურალი) – 11