Khvicha Kvaratskhelia of SSC Napoli and Saba Sazonov of Torino FC compete for the ball during the Serie A TIM match between SSC Napoli and Torino FC...
ტორინო vs ნაპოლი: საბა საზონოვი და ხვიჩა კვარაცხელია

ლუიჯი პავარეზე „ნაპოლისა’’ და „ტორინოს’’ ყოფილი სპორტული დირექტორია, რომელსაც ამ ორი გუნდის დაპირისპირების წინ ჟურნალისტებმა აზრი ჰკითხეს. პირველი რაც მათ აინტერესებდათ ხვიჩა კვარაცხელიას ყბადაღებული საკითხი იყო.

„თქვენ გაინტერესებთ ვისი ბრალია კვარაცხელიას გარშემო ატეხილი ამბავი? განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. „ნაპოლი’’ ვითარებას კარგად მართავს, რადგან ფეხბურთელს კლუბთან აქვს კონტრაქტი და ეს კონტრაქტი კიდევ კარგა ხანს იქნება ძალში. დე ლაურენტისი სწორად მუშაობს. მეორე მხრივ, ბიჭსაც აქვს უფლება მოისმინოს სხვა კლუბების წინადადებები. კვარაცხელია ხომ ის ფეხბურთელია, რომლის შეძენაც ბევრს უნდა. იმედი მაქვს, რომ მხარეები საბოლოოდ შეთანხმდებიან და ერთად გააგრძელებენ მუშაობას’’.

შემდეგ პავარეზემ „ტორინოსა’’ და „ნაპოლის’’ ხვალინდელ შეხვედრაზე ილაპარაკა: „ნეაპოლელები ფეხბურთს პირველ გოლამდე თამაშობენ. როგორც კი გოლი გააქვთ, დაუყოვნებლივ დაცვაში იკეტებიან. ზუსტად ისე, როგორც ეს „რომასთან’’ გააკეთეს. მინდა ფილოსოფოსებს შევახსენო, რომ ფასი მხოლოდ სამ ქულას აქვს, ამიტომ კონტეს კრიტიკას არ ვიზიარებ. „აძური’’ კარგ ფეხბურთს რომ თამაშობდეს შედეგს ვერ მიაღწევდა’’, ― თქვა მან.