დინამო – ბათუმი 1:2

ეროვნული ლიგის დასრულებამდე ორი ტური რჩება და ჯერ ბევრი რამ კიდევ გასარკვევია ლიდერებშიც და აუტსაიდერებშიც.

„იბერიას“ შეეძლო ამავე ტურში გახდარიყო ჩემპიონი, მაგრამ არ გამოუვიდა. არადა, 73-ე წუთამდე უგებდა კერკეტ „კოლხეთს“ გიორგი კოხრეიძის გოლით. გიორგი ახალაძემ გაათანაბრა, თუმცა იბერიელებს კიდევ მიეცათ შანსი, იური ტაბატაძის წაქცევისთვის მსაჯმა ჯენერი ხორავამ პენალტი დანიშნა, მაგრამ კოხრეიძემ ვერ გაიტანა, მეკარემ აჯობა.

„იბერიის“ უშუალო მდევარმა „ტორედომ“ „გაგრას“ მოუგო და ოთხ ქულამდე მიუახლოვდა ლიდერს.

მოიგო მესამე ადგილზე მყოფმა  „დილამაც.“ გორელებმა სამტრედიელებს ირაკლი ბუღრიძის მიერ 94-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობთ აჯობეს.

„თელავმა“ „სამგურალი“ ვერ დაამარცხა და კვლავაც პლეი-აუტის ზონაში რჩება. აი, თბილისისა და ბათუმის „დინამოების“ მატჩი კი დრამატული გამოდგა. მსაჯმა სამი ფეხბურთელი გააძევა, ორი „დინამოდან“ და ერთიც „ბათუმიდან.“ საბოლოოდ ბათუმელები უფრო ყოჩაღები გამოდგნენ და 2:1 გაიმარჯვეს. სხვათა შორის, მიმდინარე სეზონში ეს ბათუმელთა მესამე გამარჯვებაა თბილისელებთან. ერთი შეხვედრაც ფრედ დასრულდა.

სამტრედია 0:1 დილა

0:1ბუღრიძე (90+4)

თელავი 0:0 სამგურალი

დინამო 1:2 ბათუმი

0:1 ბლესა (15 პენ), 0:2 დუმბაძე (27), 1:2 უგრეხელიძე (58)

გაძევება: ბლესა (75) – ბათუმი; ვაწაძე (75), ოსკარ სანტოსი (90+7) – ორივე დინამო

იბერია 1:1 კოლხეთი

1:0 კოხრეიძე (8), 1:1 ახალაძე (73)

ტორპედო 2:0 გაგრა

1:0 პირესი (45+7 პენ), 1:1 ბიძინაშვილი (76)

გაძევება: სანდოხაძე (13) – ტორპედო

 

მეგოლეები: ბიორნ იონსენი (ტორპედო, ნორვეგია) – 21, ტაირელ ვაუტერი (დილა, ნიდერლანდები) – 17, გიორგი კოხრეიძე (იბერია) –   16, შეიკნე სილა (იბერია, მალი) – 13