„ნაპოლიმ’’ შინ „რომა’’ დაამარცხა 1:0. მატჩის ერთადერთი გოლი 54-ე წუთზე რომელუ ლუკაკუმ გაიტანა. საგოლე კომბინაცია მარცხნიდან ხვიჩა კვარაცხელიას მოსწრებული პირველი პასით დაიწყო, მაგრამ იტალიურმა პორტალებმა ამ ეპიზოდს იმდენი ყურადღება არ მიაქციეს რამდენიც სხვას.
calciomercato — 5.5 თამაშის დაწყებიდან ერთ წუთში ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა მიეცა, მაგრამ კარიდან ორიოდ ნაბიჯში მდგომმა თავით ვერ შეაგდო. ამის მიუხედავად გული არ გაიტეხა და ჩელიქის მოტყუება დაიწყო. მან ბევრი შესაძლებლობაც შექმნა, მაგრამ მორიგი უზუსტო თამაშის შემდეგ შეცვალეს.
iamnaples — 5.5 ალბათ ბოლომდე თამაშს იმსახურებდა, მაგრამ მეორე ტაიმში ბურთი დაკარგა, რის გამოც „რომამ’’ სახიფათო კონტრშეტევა ჩაატარა. მოედანი ცოტა განერვიულებულმა დატოვა.
areanapoli — 5.5 კვარაცხელიამ თამაში ცუდად დაიწყო, რადგან კაპიტნის ჩაწოდებული ბურთი თავით კარში ვერ შეაგდო. დაცვას ეხმარებოდა. პირველ ტაიმში ბურთით ხშირად იყო. მეორე ტაიმში კი ბევრი შეცდომა დაუშვა, თანაგუნდელებს ზუსტ პასებს ვერ აწვდიდა და კონტემ შეცვალა.
Tuttonapoli — 6.0 შეხვედრის დასაწყისში თავური ვერ შეაგდო. სხვა მხრივ ოლივერსთან კარგი კომბინაცია გაითამაშა და გოლიც მის კარგ პირველ პასს მოჰყვა. მეორე ტაიმში რამდენიმე შეცდომა დაუშვა და სწორად მოიქცნენ რომ შეცვალეს.
Ilnapolista ― 6.5 ბევრი ისე იქცევა ვითომ ვერავერს ამჩნევს, მაგრამ უკვე კვირები გავიდა, რაც ჩვენს საყვარელ ქართველს ვემშვიდობებით. „ჩე კვარა’’ დაუზარლად ტრიალებს როგორც დაბნეული და მყიფე გმირი, რითაც კიდევ უფრო გვაყვარებს თავს. ლაპარაკობენ მის ჩაკიდებებზე, რასაც ემატება ბევრი სირბილი, ჩვეულებრივი წარმატებული და წარუმატებელი ცრუმოძრაობები. რამდენიმე წუთში დაშვებული ორიოდ შეცდომის გამო ახალმა მწვრთნელმა ის შეცვალა და პრეს-კონფერენციაზე თქვა: „მე ეს მის სასიკეთოდ გავაკეთე”. ვითომ ამ სიტყვიების ნამდვილი მიზეზი მართლა „ჩე კვარას’’ არასაკმარისი ფიზიკური კონდიციებია? ვინ იცის.
calcionapoli1926 — 6.0 პირველ ტაიმში ყველა ღონეს ხმარობდა რაღაც რომ გამოსვლოდა. ხანდახან გასცდებოდა ხოლმე მოწინააღმდეგეს, ხანდახან მოწინააღმდეგეები აჩერებდნენ. შეხვედრის დასაწყისში თავით შეეძლო „აძურის’’ დაწინაურება, მაგრამ დი ლორენცოს შესანიშნავი პასით ვერ ისარგებლა. მეორე ტაიმში თამაშის სურათიდან გაქრა, რამდენიმე ტექნიკური შეცდომა დაუშვა და კონტემ შეცვალა.
Tuttomercatoweb ― 6.0 დაიწყო თუ არა შეხვედრა, თავით გოლი ვერ გაიტანა. ოლივერასთან რამდენჯერმე კარგი კომბინაცია გაითამაშა და შეხვედრა კარგი აფეთქებით დაიწყო. ბოლოსკენ რამდენიმე შეცდომა დაუშვა და სწორად შეცვალეს.
eurosport — 5.5 შეხვედრის დასაწყისში კოლოსალური შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან: კარიდან რამდენიმე ნაბიჯში მდგომმა თავით მიზანი ვერ მოძებნა. ხშირად აძლევდნენ პასებს, მაგრამ პირველ ტაიმში ბევრი ვერაფერი შეძლო. ცუდად დაარტყა ჯარიმა, ბავრჯერ დაკარგა ბურთი. ზოგადად უნდა ითქვას, რომ მან ვერ გაიბრწყინა, უფერული საღამო ჰქონდა.
calcionapoli24 — 6.0 73-ე წამზე გოლის გატანის დიდებული შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან. ოლივერასთან პოზიციებს ცვლიდა, რითაც ჩელიქსა და ელ შაარავის პრობლემებს უქმნიდა. კვარაცხელიას ბევრის გაკეთება სურდა და ძალიანაც ინდომებდა, მაგრამ სიზუსტე აკლდა. რომ შეცვალეს განერვიულებული ჩანდა.
napolimagazine — 6.5 ბევრი ირბინა, დრიბლინგის მცდელობები ჰქონდა და მონდომება არ დააკლო.
Flashscore-მა კვარაცხელიას 6.9 დაუწერა, ხოლო whoscored-მა 6.2