„ახალ ცხოვრებაში მისი ის ნახევარმცველის გარბენებსა და ბომბარდირის გოლებს შორის ვარირებს. ჯერჯერობით 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გადააწოდა. ეს საუცხოო შედეგი ნამდვილად არ არის, მაგრამ სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ გუნდის საუკეთესო მეგოლე ერქვას’’, ― დაწერა რომაულმა „კორიერე დელო სპორტმა’’ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ.
შემდეგ გაზეთმა განაგრძო: „ნაპოლიში’’ ყველა უტევს და ყველა თავს იცავს. ასე არიან კვარაცხელიას მსგავსებიც, რომლებიც ორი წლის წინ მიწაზე არსაიდან ჩამოვარდნენ. თუმცა, დღეს პიტერ პენი გაიზარდა და მისი თამაში მხოლოდ ჯადოქრობისგან კი არა, შრომისმოყვარეობისგანაც შედგება. ახლა ის გაცილებით დაღვინებულია. კაცია, მეტიც მამაა. არცთუ დიდი ხნის წინ, როდესაც როდესაც ეროვნული გუნდის შეკრებებზე სამშობლოში ბრუნდებოდა, ალბათ ნიცასთან ერთად რომანტიკულ ვახშმებში ატარებდა დროს, ახლა კი ისინი ცოლ-ქმარი არიან და თავინათი ვაჟის დამინეს ნათლობაზე ზრუნავენ. ასეა, ცხოვრება იცვლება, იცვლება ფეხბურთიც. ის დღეს პირწმინდა გარემარბი აღარ არის, უფრო სამმეოთხედელია (იტალიურად ტრეკვარტისტა, ესპანურად ენგანჩე – შემტევი ნახევარმცველი, რომელიც უფრო მეტოქის დაცვასთან მოქმედებს და გამთამაშებლის ფინქციას ასრულებს. ეს პოზიცია ყველაზე მეტად იტალიაშია პოპულარული), რომელიც იმდენად არ უტევს, რამდენადაც ხაზებს შორის შემაერთებელი რგოლის როლს ასრულებს. გუნდი მისი ინტენსიური თამაშისა სისწრაფის გარეშე ვერ მოქმედებს. ის ასევე მნიშვნელოვანია კონტრშეტევის დროს’’.