Matteo Politano and Khvicha Kvaratskhelia of S.S.C. Napoli during the 6th day of the Serie A Championship between S.S.C. Napoli and A.C. Monza at the...„მე სერია A-ს მე-12 ტურში „ველურ ბანდას’’ (1969 წლის ჰოლივუდის ვესტერნია) არ ველოდები, მაგრამ ის რაც ხდება სიურპრიზია, რომელიც ჩვენს ჩემპიონატს საინტერესოს ხდის, ― თქვა „რადიო მარტესთან’’ ინტერვიუში 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა ფრანჩესკო გრაციანიმ და დასძინა, ― დღეს იტალიის ოთხი საუკეთესო გუნდია „ინტერი’’, „ნაპოლი’’, „ატალანტა’’ და „იუვენტუსი’’. „მილანი’’ გასაჭირშია, მასა და ამ ოთხეულს შორის თვალშისაცემი სხვაობაა.

გრაციანის „ნაპოლის’’ თავდასხმაში გაჩენილ პრობლემებზე ჰკითხეს. მან უპასუხა:

„გასაკვირი არ არის, რადგან ორი გარემარბი ფლანგებზე 80 მეტრს დარბის წინ და უკან, რის გამოც ბოლო მონაკვეთში თავის ბრწყინვალებას კარგავს. პოლიტანოს და კვარაცხელიას თუკი ასე შეკუმშავ, ყველა თამაშში კაშკაშს ვეღარ მოთხოვ.

ლუკაკუ ჯერჯერობით საუკეთესო ფორმაში არ არის და შესაძლოა „ნაპოლის’’ თავდასხმაში პრობლემები ნაწილობრივ ამის ბრალიცაა. კონტემ რაიმე უნდა იღონოს. არ ვიცი ბელგიელთან შესაწყვილებლად იანვარში „ნაპოლი’’ ახალ თავდამსხმელს ჩამოიყვანს თუ არა. იქნებ შეტევის სხვა ტაქტიკა მოიფიქროს. პირადად მე ეჭვი მაქვს, რომ ანტონიო რაღაცას სწავლობს და შემდეგ გადადგამს ნაბიჯს, რომელსაც უახლოეს ტურებში გვაჩვენებს. ერთი ფაქტია: „ნაპოლის’’ მეტო გოლი სჭირდება’’.

შემდეგ გრაციანიმ აქო ალესანდრო ბონჯორნო. ვეტერანის აზრით მისი შეძენა ერთი წლის წინ აჯობებდა, როდესაც მცველი ნაკლები ღირდა და „ნაპოლი’’ ნათანის მსგავსი გაუგებარი ფეხბურთელებით ექსპერიმენტსაც აიცილებდნენ თავიდან.

გრაციანიმ ბონჯორნო „არსენალის’’ იტალიელ მცველ რიკარდო კალაფიორიზე წინაც დააყენა. მან თქვა, რომ ამ მოსაზრების გამო ის კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს, ეუბნებოდნენ, შენ რა იცი ნაკრებს ხომ არ წვრთნიო, მაგრამ ის მტკიცედ რჩება თავის მოსაზრებაზე.