36 წლის შემტევი ნახევარმცველი ანდრეა რუსოტო 2008-09 წლებში იჯარით „ნაპოლიში’’ თამაშობდა. ის სერია D-ში დღესაც ბურთაობს. რუსოტომ Calcio Time-თან ინტერვიუში სხვა თემებთან ერთად ხვიჩა კვარაცხელიაზეც ილაპარაკა.
„ვფიქრობ, კვარამ „ნაპოლიში’’ ჩამოსვლისთანავე სასწაული სეზონი ჩაატარა. ის უმაღლესი კლასის ფეხბურთელია და ამიტომ არ მინდა თქმა, რომ იმას, რაც მაშინ გააკეთა ვეღარასდროს გაიმეორებს, მაგრამ ძალიან ძნელი რომ იქნება, ფაქტია. პირველ სეზონში მან ყველა გააოცა: არავის ეგონა, რომ ახალჩამოსული ასე თამაშს შეძლებდა. რაც შეეხება კონტეს მოთხოვნებს, მრჩება შთაბეჭდილება, რომ კვარამ ახალი მწვრთნელის ტაქტიკურ იდეებს ჯერ ალღო ვერ აუღო. მწვრთნელი გუნდის კომპაქტურობას ითხოვს. „ნაპოლის’’ მნიშვნელოვანი ფეხბურთელები ჰყავს. მწამს, კვარაცხელია სერია A-ს ერთ-ერთი მთავარი გმირი იქნება, ხოლო გუნდი სკუდეტოსთვის ბოლო წამამდე იბრძოლებს. ვნახოთ, შეიძლება კონტეს ხელმძღვანელობით ხვიჩა ახალ დინამიკასაც შეეგუოს’’, ― თქვა რუსოტომ.