Khvicha Kvaratskhelia of SSC Napoli, Daniele Rugani and Dušan Vlahović of Juventus FC compete for the ball during the Serie A TIM match between SSC...სერია A-მ გადაიღო დოკუმენტური ფილმი „ჩემპიონები Made in Italy’’, რომელშიც იტალიაში მოთამაშე უცხოელი ფეხბურთელები ჰყვებიან, თუ როგორ შეეგუენ ქალაქს, რომელშიც ცხოვრება უწევთ. ფეხბურთელებს შორის არიან გამორჩეული ვარსკვლავები: იუვენტუსელი დუშან ვლაჰოვიჩი, მილანელი რაფა ლეაო, „ინტერის’’ მარკუს ტურამი, „რომას’’ პაოლო დიბალა და „ნაპოლის’’ ხვიჩა კვარაცხელია.

ფილმში ქართველი გარემარბი ამბობს: „ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა. სახლი სულ მენატრება, მაგრამ ახლა ვგრძნობ, რომ იტალიაც ჩემი სახლია. ნეაპოლი ფეხბურთით ცხოვრობს. ასეთ რამეს სხვაგან ვერ ნახავთ. აქ ხალხს ვუყვარვარ და კარგად მექცევიან’’.

ვლაჰოვიჩმა ტურინის შესახებ ილაპარაკა: „ტურინში გადაბარგება ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. ამ ქალაქში თავი პირველივე დღიდან შინ ვიგრძენი’’.

რაფა ლეაო კი მილანს აქებს: „მილანი ჩემთვის ზედგამოჭრილი ქალაქია. ის კლიმატისა და საკვების გამო შესანიშნავია. აქ შეგიძლია საშოპინგოდ იარო. მილანში თავს შინ ვგრძნობ’’.