En imágenes: El Bilbao Basket vence al Kutaisi (91-63)ფიბა ევროპის თასის მეხუთე ტურის მატჩში „ქუთაისი“ ესპანეთში, „ბილბაოს“ შეხვდა და 63:91 დათმო.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, ვიდრე ძალები გასწვდა, მეტოქეს ტოლ-სწორად ეთამაშებოდა, მაგრამ ასეთი მხოლოდ პირველი პერიოდი გამოდგა. ქუთაისელებმა მოიგეს.

მისასალმებელია, რომ ქართულ კლუბში ახალგაზრდა მოთამაშეები გამოირჩეოდნენ – გიორგი სულაბერიძისა და ბაქარ ბერეკაშვილის მონდომებით ქუთაისელებმა პირველი პერიოდის ბოლოს მოახერხეს ბილბაოელთა ჩამოტოვება და მცირე შესვენებაზე ორქულიანი ლიდერობით გავიდნენ – 18:16.

მეორე ათწუთეულში ესპანურმა გუნდმა დაწინაურება მოახერხა და დიდი შესვენებისთვის ბილბაო 10 ქულით გალიდერდა – 38:28. მეორე ტაიმში თამაში მასპინძელთა კარნახით წარიმართა. ქუთაისელებმა თამაშის გარდატეხა ვერ მოახერხეს და კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა შეხვედრა 63:91 დათმო.

ამ ჯგუფში სლოვაკურმა „პრევიძამ“ ბულგარულ „ბალკანს“ უმასპინძლა და 83:59 დაამარცხა. შედეგად, სატურნირო ცხრილს ხუთივე მოგებით „ბილბაო“ ლიდერობს; „პრევიძას“ ოთხი მოგება აქვს; „ქუთაისი“ ერთი მოგებით მესამეა; მოუგებელი „ბალკანი“ – მეოთხე. ბოლო ტურში „ბილბაო“ „პრევიძას“ დაუხვდება, ხოლო „ქუთაისი“ „ბალკანს“ უმასპინძლებს.

წილი
წინა სტატიაშემადგენლობა გადამწყვეტი მატჩებისთვის
შემდეგი სტატიაჩემპიონები Made in Italy
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...