„ნაპოლიმ’’ „ატალანტასთან’’ 0:3 წააგო. პორტალ areanapoli-ს თქმით ეს ტრაგედია არ არის, მაგრამ სიგნალია. მატჩის წინ ანტონიო კონტემ ზუსტად განსაზღვრა ის ბარიერები, რომელთა გადალახვაც მის ფეხბურთელებს ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდთან შეხვედრაში მოუწევდათ. ის, რომ ბერგამოელები კონტინენტზე ერთ-ერთი საუკეთესონი არიან, მათ მიერ ევროპის ლიგაში გამარჯვებამ ცხადჰყო.

საიტი წერს, რომ ნეაპოლელი გულშემატკივრები და ინსაიდერები, სოციალური ქსელების მომხმარებლები და სხვანი ხშირად კონტეს გუნდის ძალას ობიექტურად ვერ აფასებენ, მასზე გადაჭარბებული წარმოდგენა აქვთ. მეორე მხრივ, „ნაპოლის’’ ფეხბურთელებს ვერავინ დააბრალებს, რომ არ მოინდომეს. ანუ, პორტალის აზრით მათ ითამაშეს ისე, როგორც შეუძლიათ. და კიდევ, არსებობს ის, რაც ყველას ავიწყდება: მოწინააღმდეგის ფაქტორი. ცხადია „ატალანტამ” „ნაპოლის’’ დამარცხებაში თავსი დიდი როლი ითამაშა.

ბოლოს კი Areanapoli წერს, რომ მარცხის გამო „აძურის’’ ლიდერებზე თავდასხმა ფეხბურთში ჩახედული კაცის საქციელი არ არის და მოჰყავს 10 ყველაზე არასწორი მოსაზრება, რომელიც „ნაპოლისა’’ და „ატალანტას” თამაშის შესახებ ითქვა თუ დაიწერა.

  1. ლუკმენის მეორე გოლი მერეტის ბრალი იყო.
  2. გილმორი ლობოტკას შესაცვლელად არ არის მზად.
  3. ლუკაკუ კოშმარია.
  4. კვარაცხელია არ იმსახურებს იმ ხელფასს, რომელსაც ითხოვს.
  5. კონტემ საშინელი ცვლილებები განახორციელა.
  6. რასპადორიმ არასდროს იცის რას აკეთებს.
  7. ლუკმენმა დი ლორენცო და პოლიტანო გაანადგურა.
  8. ანგისა კოშმარია.
  9. „სან სიროზე’’ „მილანთან’’ მოგებამ „ნაპოლის” თავ-გზა აურია.
  10. კონტეს ფეხბურთით „ნაპოლი’’ შორს ვერ წავა.