იბერიამ დინამოს შეიკნე სილას დუბლით აჯობა

„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ 31-ე ტური „იბერიისა“ გამოდგა. ლევან კორღალიძის შეგირდებმა ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგეს, ამჯერად სტუმრად, „დინამოსთან“- 2:0. ორივე გოლი მალელმა შეიკნე სილამ გაიტანა. ახლა მას 13 გოლი მოუგროვდა და ბომბარდირთა მარაქაშიც გაერია.

დინამოელები მე-17 წუთიდან კაცნაკლულნი დარჩნენ, მსაჯმა მათი კაპიტანი ალექსანდრე კალანდაძე ორი გაფრთხილების გამო დაითხოვა მინდვრიდან. ამან, ცხადია, თამაშის სცენარი საგრძნობლად შეცვალა.

მისმა  უშუალო კონკურენტებმა, „დილამ“ და „ტორპედომ“ კი ერთმანეთს თითო გოლი გაუტანეს, მატჩი ფრედ დაასრულეს და „იბერია“ სამი ქულით „გაუშვეს“ წინ. ქუთაისელთაგან ბურთი ბიორნ იონსენმა შეაგდო. ეს მიმდინარე ჩემპიონატის მე-400 გოლი გახლდათ. სხვათა შორის, მანვე გაიტანა მე-200, „გაგრასთან,“ მე-16 ტურში.

ახლა ნორვეგიელს 21 გოლი მოუგროვდა და ბომბარდირთა დავას დამაჯერებლად ლიდერობს.

„გაგრამ“ მნიშვნელოვანი მატჩი მოუგო „სამტრედიას“ (2:1) და ჯერჯერობით ფლეი-აუტის ზონას თავი დააღწია. გამარჯვების გოლი ექს-გარეჯელმა, გიორგი ხარებაშვილმა გაიტანა, რომელიც 8 გოლით კლუბის საუკეთესო ბომბარდირია (შარშან „გარეჯში“ თამაშისას მან 18-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი).

„კოლხეთმა“ „სამგურალს“ ვერ მოუგო (1:1) და  ფლეი-აუტის ზონაში დაეშვა. „ბათუმისა“ და „თელავის“ შეხვედრას კი (1:0) სატურნირო ცხრილზე  გავლენა არ მოუხდენია. „ბათუმი“ ისევ მეოთხეზეა, „თელავი“ – ბოლოსწინა, მეცხრეზე.

კოლხეთი 1:1 სამგურალი

1:0 ლაშა კოხრეიძე (1), 1:1 ბული (75)

გაგრა 2:1 სამტრედია

1:0 აფციაური (6), 1:1 ოვუსუ (48), 2:1 ხარებაშვილი (84)

დინამო 0:2 იბერია

0:1, 0:2 სილა (1, 32)

გაძევება: კალანდაძე (17) – დინამო

დილა 1:1 ტორპედო

0:1 იონსენი (21), 1:1 ვაუტერი (70)

ბათუმი 1:0 თელავი

1:0 ბალბურდია (30)

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
იბერია 199932214769:4367
ტორპედო32197653:3564
დილა321611553:2859
ბათუმი321310939:3749
დინამო329121132:3739
სამგურალი32991447:4736
გაგრა32951832:4932
კოლხეთი326131339:5531
თელავი32791627:3830
სამტრედია325121531:5327

მეგოლეები: ბიორნ იონსენი (ტორპედო, ნორვეგია) – 21, ტაირელ ვაუტერი (დილა, ნიდერლანდები) – 17, გიორგი კოხრეიძე (იბერია) – 14, შეიკნე სილა (იბერია, მალი) – 13