Khvicha Kvaratskhelia of SSC Napoli controls the ball during the Serie A TIM match between SSC Napoli and FC Internazionale at Stadio Diego Armando...სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგის დინამიკა უპრეცედენტო ემოციურ ფონს ქმნის: სკუდეტოსთვის ბრძოლაში მთავარი კონკურენტებიდან „ნაპოლი’’ უპირატესობას ფლობს, რადგან კვირაში მხოლოდ ერთ თამაშზეა კონცენტრირებული, „ინტერის’’ გრაფიკი კი გაცილებით დატვირთულია. მილანელებს წინ დიდი გამოწვევები ელით, თუნდაც ოთხშაბათის შეხვედრა „არსენალთან’’, რომელიც მისი ევროპული მოგზაურობისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. მას კი მოსდევს კვირის ჯახი  „ნაპოლისთან’’, რომელშიც „ნერაძურის’’ ლიდერთან სხვაობის შემცირების ან სულაც მისი გადასწრების შესაძლებლობა ექნება. გააჩნია, დღეს როგორ დამთავრდება მე-11 ტურის მატჩები „ნაპოლი’’ – „ატალანტა’’ და „ინტერი’’ – „ვენეცია’’.

პორტალი ilvaporetto წერს, რომ თუ საკითხს კალენდრის კუთხით განვიხილავთ, „პარტენოპეელებს’’ დიდი უპირატესობა აქვთ. მათ შეუძლიათ მთელი ენერგია ერთ შეჯიბრებას შეალიონ. ანტონიო კონტეს გუნდი ცხრილში ლიდერისს პოზიციის შესანარჩუნებლად ძალ-ღონეს არ იშურებს და ეტყობა, რომ ბოლომდე ბრძოლაში იქნება. „აძურის” მეტოქე მრავლად ჰყავს, მაგრამ გუნდი ყოველი თამაშის მერე ძალების აღდგენას და შემდეგი ტურისთვის მომზადებას ახერხებს.

გადატვირთული გრაფიკის დროს შემადგენლობის სწორი ცვლა გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. თუ გავითვალისწინებთ, რომ „ინტერს” წინ ბევრი თამაში ელის, მან როტაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს, რათა ფეხბურთელების გადაღლა აირიდოს თავიდან.

ზემოთ ჩემპიონთა ლიგა და „არსენალთან’’ თამაში ვახსენეთ. ის 6 ნოემბერს გაიმართება, ხოლო შემდეგ, 10 ნოემბერს, „ინტერს’’ „ნაპოლისთან’’ მოუწევს ურთიერთობის გარკვევა. Ilvaporetto იხსენებს „ინტერის’’ ხელმძღვანელობის ბოლო პრეს-კონფერენციას, სადაც ითქვა, რომ „სკუდეტოს’’ მოპოვება იოლი არ იქნება, ჩემპიონთა ლიგის მოგებას კი გამორჩეული დაჟინება დასჭირდება. გულშემატკივარი ორივე ტურნირში გამარჯვებას ითხოვს, მაგრამ პორტალს დარჩა შთაბეჭდილება, რომ მილანელთა ბანაკში თავიანთი ძალასა და მისწრაფებას 60/40 -ზე ანაწილებენ. ამიტომაც მოუწევს „ინტერს’’ სტრესსა და ზეწოლასთან გამკლავება, ხოლო შემდეგი თამაში „ნაპოლისთან’’ მხოლოდ საფეხბურთო კლასის შემოწმება კი არა, გუნდის გაგმებში გარკვევის შესანიშნავი შესაძლებლობა იქნება. ისღა დაგვრჩენია დავიცადოთ და ვნახოთ, რა მოხდება 11 ნოემბერს „სან სიროზე’’.