პარიზში, შატლის თეატრში, France Football-ის ორგანიზებით, 2023-2024 წლების სეზონის „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
2023-2024 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ევროპის ჩემპიონი ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში და პრემიერლიგის გამარჯვებული „მანჩესტერ სიტისთან“ ერთად, როდრი გახდა. ესპანელმა „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებს – დანი კარვახალს, ჯუდ ბელინგემსა და ვინისიუსს აჯობა; საუკეთესო ფეხბურთელ ქალად კი, ესპანეთის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ნახევარმცველი აიტანა ბონმატი დასახელდა; 2023-2024 წლების სეზონის „ოქროს ბურთის“ გალა ღონისძიებას საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილიც ესწრებოდა. ჩვენებური France Football-ის ვერსიით 2024 წლის საუკეთესო მეკარის ნომინაციაზე იყო წარდგენილი. მამარდაშვილის კონკურენტები იან ზომერი (ინტერი, შვეიცარია), უნაი სიმონი (ბილბაო, ესპანეთი), რონუენ უილიამსი (სუნდონსი, ს.აფრიკა), ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა, არგენტინა), მაიკ მენიო (მილანი, საფრანგეთი), ანდრეი ლუნინი (რეალი, უკრაინა), გრეგორი კობელი (დორტმუნდი, შვეიცარია), ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ, იტალია) და დიოგო კოშტა (პორტუ, პორტუგალია) იყვნენ. ლევ იაშინის სახელობის პრიზი მარტინესმა მოიგო; მამარდაშვილი მეშვიდე ადგილზე გავიდა;
იოჰან კრუიფის ჯილდო ორ ადამიანს ერგო – საუკეთესო მწვრთნელებს კაცთა და ქალთა შორის. გამარჯვებულები ლონდონის „ჩელსისა“ და ამერიკის ნაკრების ინგლისელი მთავარი მწვრთნელი ემა ჰეისი და მადრიდის „რეალის“ იტალიელი თავკაცი კარლო ანჩელოტი გახდნენ;
გერდ მიულერის ჯილდოც ორმა ბომბარდირმა გაიყვეს: ჰარი კეინმა (ბაიერნი, ინგლისი) და კილიან მბაპემ (რეალი, საფრანგეთი) გასულ სეზონში 52-52 ბურთი გაიტანეს;
საუკეთესო კლუბად კაცთა შორის მადრიდის „რეალი“ დასახელდა, ხოლო ქალთა შორის – „ბარსელონა“;
რაიმონ კოპას სახელობის ჯილდო: საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი – ლამინ იამალი (ბარსელონა);
სოკრატესის პრიზი ჯენი ერმოსომ (ესპანეთი) მიიღო;
ტრადიციულად, 1994 წლიდან საქართველოდან „ფრანს ფუტბოლის“ გამოკითხვაში მონაწილეობს „სარბიელის“ დამფუძნებელი ზურაბ ფოცხვერია. აი, მისი რჩეულები: