„ნაპოლიმ’’ აუტსაიდერ „ლეჩეს’’ უმასპინძლა და ბრძოლით მოუგო 1:0. ნეაპოლელები 9 ტურის შემდეგ პირველ ადგილს ინარჩუნებენ. ხვიჩა კვარაცხელია ანტონიო კონტემ მოედანზე შეხვედრის 72-ე წუთზე შეიყვანა. სავარაუდოდ მწვრთნელმა მარცხენაფლანგელი ქართველი და მარჯვენაფლანგელი მატეო პოლიტანო სამშაბათს „მილანთან’’ შეხვედრისთვის დაასვენა. ქვემოთ გთავაზობთ ნეაპოლურ და არა მარტო ნეაპოლურ მედიაში გამოქვეყნებულ შეფასებებს, რომლებიც ტრადიციულად არაერთგვაროვანია.
calciomercato — 6.0 შევიდა თუ არა კვარაცხელია მოედანზე, ბურთი მიიღო და შეუტია, რითაც „მარადონაზე’’ შეკრებილი გულშემატკივარი შეახურა. შეხვედრის მიწურულს რასპადორის მისთვის პასი რომ მიეწოდებინა, ფალკონესთან პირისპირ შევიდოდა და შესაძლოა ანგარიში 2:0 გაეხადა.
iamnaples — 6.0 რამდენიმე კარგი წამოწყება ჰქონდა. ყოველ ჯერზე, როდესაც ბურთს იღბდა, „მარადონაზე’’ ემოციის ამოფრქვევა იწყებოდა.
areanapoli — 6.0 კარგი აჩქარებები ჰქონდა, რომელთა წყალობითაც „ლეჩე’’ „ნაპოლის’’ კარისკენ წამოსვლას ვერ ბედავდა.
Tuttonapoli — 6.0 შემოვიდა და სივრცეები გამოიყენა.
calcionapoli1926 — შეფასების გარეშე. ქართველი მოედანზე 20 წუთით შევიდა, მაგრამ ერთხელ არ გამოჩენილა.
eurosport — 6.0 მოედანზე შესვლის მომენტიდან ბოლომდე რამდენიმე კარგი კომბინაცია გაათამაშა თანაგუნდელებთან.
napolipiu — 6.0 ქართველმა თამაშს სიცოცხლე შეჰმატა.
calcionapoli24 — შეფასების გარეშე.
ilnapolista ― შეფასების გარეშე. დასამახსოვრებელი არაფერი გაუკეთებია, მაგრამ ჯანსაღი კონკურენცია მას მხოლოდ სიკეთეს მოუტანს.
napolimagazine — 6.5 თამაშში ძალიან გონივრულად ჩაერთო.
Flashscore-მა კვარაცხელიას 6.3 დაუწერა, ხოლო whoscored-მა 6.1.