Bologna Milan postponedროგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ ემილია რომანიას რეგიონში მოსული ძლიერი წვიმის გამო „ბოლონიისა’’ და „მილანის’’ დღევანდელი შეხვედრა გადაიდო. ადგილობრივმა ხელიასუფლებამ ჩათვალა, რომ მისასვლელი ქუჩების აღდგენამდე „სტადიო დალ’არაზე’’ მატჩის ჩატარება და 35 ათასი გულშემატკივრის მასპინძლობა მიზანშეწონილი არ არის, რამაც დიდი კამათი გამოიწვია. მაგალითად, პორტალი napolipiu მიიჩნევს, რომ ხსენებული შეხვედრის გადადება… „ნაპოლის’’ ურთულებს მდგომარეობას.

მათი ლოგიკა, ვინც ამტკიცებს, რომ ბოლონიაში შეხვედრის გადადება „ნაპოლის’’ წინააღმდეგ იმოქმედებს იმ მოსაზრებას ეყრდნობა, რომ მილანელებს „აძურისთან’’ სამშაბათის შეხვედრის წინ დასვენების საშუალება ეძლევათ, მაშინ, როდესაც ნეაპოლელებს „ლჩესთან’’ უწევთ ოფლის ღვრა. სამ დღეში ორი მატჩის სიმძიმე „პარტენოპეელებისთვის’’ შეიძლია მეტისმეტი გამოდგეს.

Napolipiu წერს, რომ აქ მთავარი მარტო დაღლილობა არ არის. „ლეჩესთან’’ ნეაპოლელებმა შესაძლოა ტრავმები ან წითელ-ყვითელი ბარათები მიიღონ. და პორტალი სვამს კითხვას: რატომ არ გადადეს „ნაპოლი’’ – „ლეჩეც’’? ასეთ შემთხვევაში ხომ ორივე გუნდი თანაბარ პირობებში იქნებოდა. „ეს უკვე მერამდენე შემთხვევაა, როდესაც „ნაპოლის’’ მარტო მოედანზე კი არა, მის წინააღმდეგ მიღბულ გადაწყვეტილებებთანაც უწევს ბრძოლა’’, ― წერს napolipiu.

სერია A-ს კი თავისი თავსატეხი აქვს. „ნაპოლი’’ – „ლეჩეს’’ გადადება კი არა, ისიც არ იცის „ბოლონია’’ – „მილანი’’ სად ჩასვას. ევროპული ქვეყნების კალენდარი ხომ წარმოუდგენლად გადატვირთულია – ჩემპიონატებს ეროვნული თასებისა და ევროთასების შეხვედრები ემატება. „მილანისა’’ და „ბოლონიასთვის’’ ფანჯარა შესაძლოა დეკემბრამდე ვერ გამოიძებნოს. მეტიც ამბობენ, რომ ამ შეხვედრას 2025 წლის აპრილამდე ვერსად მოუძებნიან ადგილს.