David Neres and Khvicha Kvaratskhelia of SSC Napoli during the Serie A match between SSC Napoli and Parma Calcio at Stadio Diego Armando Maradona...„ნაპოლის’’ თავდასხმა მიმდინარე სეზონში ძალიან ძლიერია. იტალიური საიტები ხაზს უსვამენ, რომ ანტონიო კონტეს გუნდის წინა ხაზზე როგორც ძირითადის ასევე თადარიგის ფეხბურთელები უმაღლეს დონეზე თამაშობენ. განსაკუთრებული გამორჩევის ღირსი კი არის ბრაზილიელი დავიდ ნერეში, რომელიც ყველაზე მეტად იმსახურებს ადგილს ძირითად შემადგენლობაში. მისი როლი გუნდის წარმატებაში თვალშისაცემია.

ნერეშის სათამაშო დრო შეზღუდულია. ჯერჯერობით კონტე მას შეხვედრაში 15 წუთს უთმობს, მან კი ამ თითზე დასათვლელ წუთებში 1 გოლის გატანა და 3 საგოლე პასის შესრულება მოახერხა. ბოლო ტურში, „ემპოლის’’ წინააღმდეგ ნერეშს სტატისტიკაში ჩასაწერი არაფერი გაუკეთებია, მაგრამ ერთი ეფექტური გარღვევით მიიპყრო ყურადღება. კინაღამ ულამაზესი გოლი გაიტანა. Calciomercato წერს, რომ ნებისმიერი მატჩის ბოლო 15 წუთი ძალიან ცოტაა იმისათვის, რომ ნიჭიერმა ფეხბურთელმა თავისი შესაძლებლობები სრულად გამოაჩნოს. ამიტომ, პორტალი ვარაუდობს, რომ კონტე ბრაზილიელს ამის შანსს შაბათს, 26 ოქტომბერს, „ლეჩესთან’’ შეხვედრაში მისცემს.

ბუნებრივია, ნერეშის ხსენებაზე ყველას მისი და ხვიჩა კვარაცხელიას ბოლოდროინდელი კონკურენცია გვახსენდება.  თავიდან ნერეში „ნაპოლიში’’ მატეო პოლიტანოს ალტერნეტივად მიიყვანეს, მაგრამ იტალილემა მარჯვენა გარემარბმა სეზონის დასაწყისში ისე ითამაშა, რომ კონტემ ბრაზილიელი მარხენა ფლანზე გადაისროლა და განაცხადა, რომ დილემა მასა პოლიტანოს შორის კი არა, და კვარას შორისაა. ამიტომ, calciomercato ვარაუდობს, რომ „ლეჩესთან’’ მწვრთნელი კვარაცხელის სკამზე დასვამს, მითუფრო, რომ ამ შეხვედრიდან სამ დღეში „აძურის’’ „სან სიროზე’’ „მილანთან’’ უწევს თამაში – ძალები გასანაწილებელია.

„მართლაც ძალიან ძნელია პოლიტანოსა და კვარაცხელიას დონის ფეხბურთელების სკამზე დასმა. მათი მნიშვნელობა ტაქტიკური და ტექნიკური მოსაზრებით უზარმაზარია, მაგრამ სეზონი ხანგრძლივია და მისი მსვლელობისას ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. ნერეში კი ძირითადში ადგილს ითხოვს’’, ― წერს calciomercato.