NBA-ს სეზონი ქართველმაც გახსნა – გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ ფლორიდულ დერბიში „მაიამი ჰითს“ ესტუმრა და 116:97 დაამარცხა.
ქართველი ცენტრი სათადარიგო იყო მოედანზე სულ ხუთიოდე წუთით გამოჩნდა, რა დროშიც მხოლოდ ორი მოხსნა მოინაგრა.
ცუდი ის არის, რომ გოგამ პარკეტზე მხოლოდ ბოლო ხუთი წუთი გაატარა – მაშინ, როდესაც ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. როგორც ჩანს, ჩვენებურს სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა ექნება, თუ კონკურენტს რამე არ დაემართა. კონკურენტი კი ვენდელ კარტერია, რომელმაც 27 წუთში 8 ქულა, 14 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.
მომდევნო მატჩი ორლანდოელებს 26 ოქტომბერს, შინ „მემფისთან“ ელით.