Sorpresa Kvaratskhelia, spunta una promessa fatta da De Laurentiisნეაპოლურმა გაზეთმა „ილ მატინომ’’ „ნაპოლის’’ პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის მიერ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ნათქვამი წინადადების გაანალიზება სცადა. დე ლაურენტისმა ქართველ ვარსკვლავზე ასე თქვა: „თუ წავა, ჩვენ ამას გადავიტანთ’’, გაზეთმა კი დაწერა, რომ ეს პრეზიდენტის საკულტო გამონათქვამია და გაიხსენა „ნაპოლის’’ პატრონობის პერიოდში რამდენი ფეხბურთელის თუ მწვრთნელის მიმართ უთქვამს ასეთი რამ:

  • 2013 წლის თებერვალში დე ლაურენტისმა ზუსტად ეს სიტყვები თქვა ვალტერ მაცარის შესახებ. მაშინ მაცარის „ინტერში’’ გადასვლა ჰქონდა გადაწყვეტილი.
  • დე ლაურენტისმა „იუვენტუსთან’’ სუპერთასის შეხვედრის წინ რაფა ბენიტსზე თქვა: „თუ მას ჩვენი პროექტი არ მოსწონს, შეუძლია წავიდეს’’. და ბენიტესი „რეალში’’ გადავიდა.
  • 2017 წლის ნოემბერში პრეზიდენტმა ზუსტად იგივე თქვა მაურიციო სარის თაობაზე. სარი კარლო ანჩელოტიმ შეცვალა.
  • 2013 წლის 7 ივნისს „აძურის’’ მეპატრონემ ედინსონ კავანიზე საუბრისას თქვა: „თუ დარჩება, გამიხარდება, თუ არა და ამასაც მშვიდად გადავიტანთ”. და კავანი „პარი სენ ჟერმენში’’ გადავიდა.
  • 2021 წლის ნოემბერში, როდესაც ლორენცო ინსინიეს კონტრაქტს ვადა გასდიოდა დე ლაურენტისმა თქვა: „თუ მას კარიერის დასრულება „ნაპოლიში’’ სურს, ჩვენ გაშლილი მკლავებით მივესალმებით, თუ არა და ამ გადაწყვეტილებასაც მშვიდად მივიღებთ’’. ინსინიე „ტორონტოში’’ გადავიდა.
  • დრის მერტენსის შესახებ: „ნაპოლი’’ მთელი სიცოცხლის არჩევანია, მაგრამ თუ მას დარჩენა არ უნდა, კი ბატონო, წავიდეს’’. და მერტენსი „გალათასარაის’’ ფეხბურთელი გახდა.
  • ზუსტად იგივე მოხდა პიოტრ ჟელინსკისთან დაკავშირებით.
  • და ოსიმენის შესახებ: „ ის მხოლოდ „უხამსი’’ შეთავაზების შემთხვევაში წავა. თუ ასე მოხდება, ჩვენ შევთანხმდებით’’.