Khvicha Kvaratshelia of Napoli competes for the ball with Saba Goglichidze of Empoli during the Serie A match between Empoli and Napoli at Stadio...ემპოლიში „ნაპოლიმ’’ ხვიჩა კვარაცხელიას მიერ გატანილი პენალტით 1:0 მოიგო. ამ შეხვედრაში შედგა ორი ქართველის დაპირისპირება ― მასპინძლეთა მცველს საბა გოგლიჩიძეს სტუმართა თავდამსხმელის კვარაცხელიას წინააღმდეგ მოუხდა მოქმედება. ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე იტალიური წყაროს მიერ გოგლიჩიძისთვის დაწერილ შეფასებებს.

calciomercato — 6.0 გოგლიჩიძე თანამემამულის ხვიჩა კვარაცხელიას შესაჩერებლადაც გამოიყენეს და გაამართლა, ოღონდ ამან ის მოქმედებათა ფართო სპექტრისგან შებოჭა.

pianetaempoli— 6.5 მას კვარაცხელია დისტანციაზე ეჭირა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, როდესაც თავისი თანამემამულე დაბლოკა და ნიჭის გამომჟღავნების შესაძლებლობა არ მისცა.

repubblica— 6.0 დაჟინებულია და მიზანმიმართული. იშვიათად ვინმეს რამე რომ დაუთმოს.

eurosport  — 6.0 გოგლიჩიძის კვარასთან დაპირისპირება შესაძლოა „ემპოლის’’ თავის ტკივილად ქცეულიყო, მაგრამ პირიქით მოხდა. მოედანზე „ემპოლი’’ დომინირებდა, საბას ზონაში კი მისმა თანამემამულემ სახიფათოდ ერთხელაც ვერ ითამაშა. მეტიც, ის ლუკაკუს წინააღმდეგ მოთამაშეთა დაზღვევასაც კი ასწრებდა.

Flashscore-მა კვარაცხელიას 6.6 დაუწერა, ხოლო whoscored-მა 6.2