რობერტო სოსა 49 წლის არგენტინელი ვეტერანია, რომელიც 2004-08 წლებში „ნაპოლიში’’ თამაშობდა. თავდამსხმელმა „აძურის’’ მაისურით 116 შეხვედრაში 28 გოლი გაიტანა. სოსამ, Tele A-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ილაპარაკა.
„ეკონომიკური თვალსაზრისით ვერაფერს გეტყვით. რამდენი უნდა იყოს კვარაცხელიას ხელფასი 4, 5 თუ 6 მილიონი ჩემთვის სულერთია, მაგრამ ფეხბურთის კუთხით მოგახსენებთ, რომ ის სერია A-ში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოთამაშეა, შესაძლოა საუკეთესოც. მის სიმაღლეზე მარტო ლეაოს და დიდი დიდი კიდევ ერთ-ორ თავდამსხმელს დავაყენებდი. როდესაც გულშემატკივრები ამბობენ „ის ამდენი არ ღირს’’, სინამდვილეში მათ არ უნდათ, რომ კვარაცხელია ვინმემ იყიდოს. მათ უნდათ, რომ ის დარჩეს. ასე რომ ორმაგ თამაშთან გვაქვს საქმე. მე თუ მკითხავთ ის ძალიან ძვირი ღირს, რადგან სხვანაირი ფეხბურთელია. ჩასვით „პარი სენ ჟერმენში’’ ან პრემიერლიგაში და ყველგან წარმატებას მიაღწევს. იმედი მაქვს, რომ ის „ნაპოლისთან’’ კონტრაქტს განაახლებს და მრავალი წელიწადი დარჩება ამ კლუბში’’, ― თქვა არგენტინელმა.