ავსტრიული ბუნდესლიგის მორიგ ტურში ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა“ აუტსაიდერ „გრაცერს“ უმასპინძლა, 5:2 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში პირველობა შეინარჩუნა. აბა, ისე როგორ იქნებოდა, ჩვენიანს თავი არ გამოეჩინა?! ოთარმა ორი გოლი გაიტანა, განსაკუთრებით ლამაზი მისი მეორე, გუნდისთვის კი მე-5 გამოდგა. კიტეიშვილი მაშინ შეცვალეს, როცა მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო – 84-ე წუთზე.