მართალია ბოლო შეხვედრების გამო აკრიტიკეს, მაგრამ „ნაპოლის’’ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია მაინც მედიისა და გულშემატკივრების ყურადღების ცენტრშია. ქვემოთ ჩვენ გესაუბრებით ნეაპოლის კლუბში მის ამჟამინდელ მდგომარეობაზე, მის დრიბლინგსა და ზოგადად ჩემპიონატში ძლიერი შეტევის მნიშვნელობაზე.
კვარაცხელიას ნდობა
უპირველეს ყოვლისა უნდა გავიაზრით ფასეულობა, რომელიც კვარაცხელიას გუნდისთვის მოაქვს. „ნაპოლის’’ შეტევისთვის მისი დრიბლინგი პრინციპულად მნიშვნელოვანია. მართალია ზოგი გულშემატკივარი წუხს, თითქოს ის კარგ ფორმაში არ არის, მაგრამ ბევრი მიმომხილველი და ქომაგი დარწმუნებულია, რომ ქართველს სულაც არ უჭირს. სტატისტიკა მეტყველებს, რომ კვარაცხელიას „ნაპოლის’’ შეტევაში დიდი წვლილი შეაქვს, რყევები კი ნებისმიერ მოთამაშეს ახასიათებს, განსაკუთრებით დაძაბულ სეზონში.
დროდადრო ჩვენ ვხედავთ როგორ ატყუებს ის მოწინააღმდეგეებს თავისებურად და ეს ეპიზოდები მთელი რიგი პასებითა და საგოლე მომენტებით გრძელდება. ამიტომ, ნაადრევია, ბევრის პირიდან კი უცნაურიცაა იმის მოსმენა, რომ კვარაცხელიას ცუდი დრო უდგას. მისი ნიჭი და პიროვნული თვისებები „ნაპოლისთვის’’ არსებითია, მითუფრო მოახლოებული გამოწვევების წინ.
„ნაპოლის’’ სიძლიერე დაცვაში
შეტევის გარდა „ნაპოლის’’ შეუძლია მეტად საიმედო დაცვითაც მოიწონის თავი. ეს ხაზი შედგება ისეთი მაღალი კლასის ფეხბურთელებისგან, როგორებიც არიან ჯოვანი დი ლორენცო, ამირ რახმანი და ალესანდრო ბონჯორნო. ხსენებული ტრიო შეიძლება შევადაროთ „იუვენტუსის’’ მცველთა დიდებულ ტრიოს, რომელსაც BBC-ს უწოდებდნენ (ბარძალი, ბონუჩი, კიელინი) და რომელმაც იტალიის ჩემპიონატსა თუ სანაკრებო ფეხბურთში მთელი ეპოქა შექმნა. „ნაპოლის’’ სოლიდური დაცვა კარგად გაპოხილი კოლექტიური მექანიზმია, რომელიც თავისი საიმედობით გუნდს დიდი ყურადღებით მოქმედების შესაძლებლობას აძლევს და შეხვედრების მსვლელობისას კომპაქტური რჩება.
ისეთ კონკურენციით აღსავსე ჩემპიონატში, როგორიც არის სერია A ძლიერი დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ „ნაპოლიში’’ კარგად მოეხსენებათ, რომ სკუდეტოს მოსაგებად ნაყოფიერი ნახევარდაცვა და თავდასხმაც არანაკლებ საჭიროა. კლუბის მიდგომა აშკარაა: „ნაპოლი’’ ძლიერ შეტევაზე კონცენტრირებული გუნდია. შეტევაზე, რომელსაც სეზონის საკვანძო მომენტებში გადამწყვეტი სიტყვის თქმა შეეძლება.
ძლიერი თავდასხმის მნიშვნელობა
„ნაპოლის’’ საფეხბურთო ფილოსოფია შემტევ, აქტიურ თამაშს ეფუძნება. იმისათვის, რომ სერია A-ს ტიპის კონკურენციით აღსავსე შეჯიბრებაში გაიმარჯვო, პრინციპულად მნიშვნელოვანია დიდი რაოდენობით გოლების გატანა. ამ საჭადრაკო დაფაზე კი კვარაცხელია გადამწყვეტი ფიგურაა. მისმა კრეატიულობამ და დამაგვირგვინებელმა დარტყმამ შესაძლოა ყველაზე რთული შეხვედრების ბედი „ნაპოლის’’ სასარგებლოდ გადაწყვიტოს.
ჩემპიონი გუნდის შექმნაზე ლაპარაკისას პრიორიტეტი შეტევის ანალიზი უნდა იყოს. „ნაპოლისთვის’’ მთავარი ამოცანა საიმედო მცველებით ზურგგამაგრებული თავდასხმის აწყობაა. სწორედ ეს გახლავთ კლუბის სტრატეგია, რომლითაც ის ყველა შეჯიბრებაში მაღალი მიზნებისთვის აპირებს ბრძოლას.
შემდგომი ზრდა
„ნაპოლის’’ აქვს ყველა პირობა, რათა სამომავლოდ უფრო ძლიერი გუნდი შექმნას, რომელსაც ტიტულებისთვის არა მხოლოდ იტალიაში არამედ ევროპაში ბრძოლაც შეეძლება. საიმედო ბაზის შესაქმნელად აუცილებელია ისეთი ფეხბურთელების ზრდა როგორიც არის ალესანდრო ბონჯორნო, რომელმაც უკვე წარმოაჩინა თავისი ძლიერი პოტენციალი. მაშინაც კი, როდესაც ესა თუ ის ფეხბურთელი დაშავდა, გუნდმა აჩვენა, რომ ის შეკრული კოლექტივია, რომელსაც შემადგენლობის შესუსტების მიუხედავად სირთულეების ერთად გადალახვა შეუძლია.
„ნაპოლის’’ გულშემატკივრები რაფა მარინის მომავალსაც იმედის თვალით უყურებენ. ის პერსპექტიული ახალგაზრდაა, რომელსაც მომავალში გუნდისთვის დიდი დახმარების გაწევა შეუძლია. „ნაპოლი’’ განაგრძობს ტაქტიკურ და სტრატეგიულ ევოლუციას, რის პარალელურადაც ის შეეცდება გააძლიეროს როგორც დაცვა ასევე თავდასხმა, ხოლო ეს ყველაფერი ცალკეული ფეხბურთელების კრიტიკის მიუხედავად წარმატებული სეზონის გარანტია იქნება.
ვალერიო ბოტინი, Napoli Calcio