„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ დასრულებამდე 8 ტური დარჩა და ცხრილის ორივე პოლუსზე ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. ლიდერმა „ტორპედომ“ მოულოდნელად აუტსაიდერ „სამტრედიასთან“ წააგო (1:2), „დილამ“ და „იბერიამ“ კი თავისი მატჩები მოიგეს, თანაბარი ქულები მოუგროვდათ და ახლა ორივე მხოლოდ ორი პუნქტით ჩამოჩება „ტორპედოს“.

იმერულ დერბიში თავიდან „ტორპედო“ დაწინაურდა თორნიკე ფაცაციას გოლით. მათი მთავარმეგოლე, ნორვეგიელი ბიორნ იონსენი დისკვალიფიცირებული გახლდათ.

სამგურალი – დინამო 1:2. თბილისელებმა წყალტუბოში პრინციპული მატჩი მოიგეს

თუმცა მასპინძელი სამტრედიელები არ დანებდნენ. გამარჯვების ბურთი 96-ე წუთზე გაიტანა როინ ოდიშელიძემ. ეს კი სამტრედიელთა ხასიათსა და მაღალ მოტივაციაზე მეტყველებს.

ვლადიმერ კაკაშვილის შეგირდებმა ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგეს და დიდი ხნის განმავლობაში პირველად დააღწიეს თავი ბოლო ადგილს. მისი  კონკურენტი „თელავი“ კი მიჯრით მესამედ დამარცხდა, საინტერესოა, რომ კახელებმა ბოლო 12 შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვეს და მათი ბოლო ადგილიც ამ ეტაპზე ლოგიკურია.

ამჯერად „თელავი“ შინ „იბერიასთან“ დამარცხდა (1:2). მატჩის გმირი იბერიელთა მალელი შემტევი შეიკნე სილა გახდა, მან გოლიც გაიტანა და საგოლე გადაცემითაც გამოირჩა. სტუმრებმა ბოლო ნახევარი საათი უმცირესობაში გაატარეს, მსაჯმა მოედნიდან გიორგი ჯგერენაია დაითხოვა. ეს ჯგერენაიას მეორე გაძევებაა მიმდინარე სეზონში.

„დილამ“ „გაგრას“ შანსი არ დაუტოვა, „დავით პეტრიაშვილზე“ ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა. გორელებმა ორი დუბლი შეასრულეს: ირალი ბუღრიძემ და ტაირელ ვაუტერმა. ეს ნიდერლანდელის მესამე ორგოლაა მიმდინარე სეზონში.

ზედიზედ მესამე მატჩში დამარცხდა „სამგურალი.“ ამჯერად „დინამოსთან“ (1:2).

სამგურალი 1:2 დინამო

0:1 რაიტერი (29), 1:1 ჩიხლაძე (40 პენ), 1:2 გორდეზიანი (86)

თელავი 1:2 იბერია

0:1 ოთარ მამაგეიშვილი (15), 0:2 სილა (59), 1:2 გეორგიევიჩი (64)

გაძევება: ჯგერენაია (62) – იბერია

კოლხეთი 0:1 ბათუმი

0:1 ბალბურდია (16)

სამტრედია 2:1 ტორპედო

0:1 ფაცაცია (57), 1:1 მარტინი (68), 2:1 ოდიშელიძე (90+6)

გაგრა 0:5 დილა

0:1 ვაუტერი (33), 0:2 შეყილაძე (66), 0:3, 0:4 ბუღრიძე (79, 85), 0:5 ვაუტერი (90+5)

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
იბერია 199936236774:4675
ტორპედო36217858:4070
დილა361911658:3068
ბათუმი3615101142:4155
სამგურალი3611111451:4944
კოლხეთი369141348:5841
დინამო369121533:4439
გაგრა361152036:5338
თელავი368101832:4334
სამტრედია365121933:6127

მეგოლეები: ბიორნ იონსენი (ტორპედო/ნორვეგია) – 19, ტაირელ ვაუტერი (დილა/ნიდერლანდები) – 16, გიორგი კოხრეიძე (იბერია) – 14, ლუკა ხორხელი (სამგურალი), შეიკნე სილა (იბერია/მალი) – 10