საბა გოგლიჩიძის „ემპოლიმ’’ „ლაციოსთან’’ 1:2 წააგო. მატჩის შემდეგ ემპოლელთა მწვრთნელმა რობერტო დ’ავერსამ პრეს-კონფერენციაზე შეხვედრა ასე შეაფასა:
„ჩემმა ბიჭებმა დიდებულად ითამაშეს. მართალია, „ლაციომ’’ მეორე ტაიმში პენალტი ვერ გამოიყენა, მაგრამ მაინც ასე ვიტყოდი: პირველ ტაიმში 1:0 უპირატესობა რომ შეგვენარჩუნებინა, თამაში სხვანაირად წარიმართებოდა. სამწუხაროდ, ზედ შესვენების წინ, მსაჯის მიერ წამატებულ მეოთხე წუთზე გოლის გაშვებამ მასპინძლები გამოაცოცხლა და რომაელმა გულშემატკივარმაც თავისი როლი ითამაშა’’.
დამარცხებას როგორ გადაიტანთ? რა იყო დღეს დადებითი?
გუნდი ფსიქოლოგიურად მტკიცედ არის. მართალია „ლაციო’’ სახელოვანი მეტოქეა, მაგრამ ნებისმიერი წაგება გულსატკენია. მინდა ჩემს ბიჭებს კომპლიმენტები ვუთხრა. ფეხბურთელმა მოგებით გახარებასთან ერთად წაგებასთან გამკლავებაც უნდა იცოდე.
რა უთხარით გოგლიჩიძეს? მას ხომ სანაკრებო კვირეულის შემდეგ სერია A-ში ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ მოუწევს თამაში.
მე მას დავავალე ნაკრებში ვარჯიშის დროს კვარაცხელია დაამტვრიოს და მის წინააღმდეგ თამაში აღარ მოგვიწევს (იცინის). დღევანდელი წაგება არაფერს ცვლის. გვინდოდა სანაკრებო პაუზაზე წაუგებლები გავსულიყავით, მაგრამ არ გამოვიდა. დანარჩენზე მერე ვიფიქრებთ.