თბილისის „დინამოს“ წყალბურთელთა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ახალ გათამაშებას რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლით ხვდება.

„დინამოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა სერბმა სპეციალისტმა დეიან სტანოევიჩმა, რომელმაც ამ თანამდებობაზე ოთხი წელი იმუშავა.

სტანოევიჩის ნაცვლად ახალი სეზონიდან „დინამოს“ ბერძენი სპეცილისტი საკის კეჩაგიასი უხელმძღვანელებს.

კეჩაგიასი გამოცდილი სპეციალისტია, ის საბერძნეთის ახალგაზრდული და ეროვნულ ნაკრებების წვრთნიდა, ასევე მუშაობდა რუმინეთის ეროვნულ გუნდსა და გერმანულ „შპანდაუში“.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ახალ სეზონში თბილისის „დინამო“ B ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები „ფერენცვაროში“ (უნგრეთი), „იადრანი“ (ხორვატია) და „რადნიჩკი“ (სერბეთი) იქნებიან.

პირველ შეხვედრას თბილისელები 8 ოქტომბერს სტუმრად უნგრეთში, „ფერენცვაროშის“ წინააღმდეგ ჩაატარებენ. მატჩი 20:15 საათზე დაიწყება.