საქართველოს 21-წლამდე ნაკრები შესარჩევი ტურნირის გადამწყვეტი მატჩებისთვის მზადებას იწყებს.
10 ოქტომბერს გუნდი სტუმრად შვედეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, 15-ში კი საკუთრ მოედანზე ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს.
ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ამ მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდულ ნაკრებს ამ მატჩებში დონეცკის „შახტარის“ ქართველი ლეგიონერი ირაკლი აზაროვი დაეხმარება.
შვედეთთან მატჩს დისკვალიფიკაციის გამო ლუკა გაგნიძე გამოტოვებს. ტრავმის გამო კი გუნდს საბა საზონოვი („ემპოლი“, იტალია), გაბრიელ სიგუა („ბაზელი“, შვეიცარია) და დავით ზურაბიანი („კოლხეთი“ ფოთი) დააკლდებიან.
მეკარეები მიხეილ მაქაცარია („დინამო თბილისი“), ლუკა ხარატიშვილი („დინამო“ ბათუმი), ლევან თანდილაშვილი („თელავი“).
მცველები ირაკლი აზაროვი („შახტარი“, უკრაინა), საბა ხვადაგიანი („დინამო თბილისი“), ნიკოლოზ უგრეხელიძე („დინამო თბილისი“), საბა მამაცაშვილი („სირიუსი“, შვედეთი), ზურაბ რუხაძე („დილა“), გიორგი მაისურაძე („ჟიტომირი“, უკრაინა), ლადო ოდიშვილი („თელავი“), ლუკა ლაცაბიძე („ჩერნომორეცი“, უკრაინა).
ნახევარმცველები ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია), ოთარ მამაგეიშვილი („იბერია 1999“), გიზი მამაგეიშვილი („იბერია 1999“), ლევან ოსიყმაშვილი („დინამო თბილისი“), ირაკლი იეგოიანი („ვიტესი“, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე („დინამო“, რუსეთი), ნოდარ ლომინაძე („დილა“), თორნიკე მორჩილაძე („თელავი“).
თავდამსხმელები ვასილიოს გორდეზიანი („დინამო თბილისი“), გიორგი კვერნაძე („ფროზინონე“, იტალია), გიორგი აბუაშვილი („კოლხეთი“ ფოთი), დავით გოცირიძე („დინამო თბილისი“).
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები შესარჩევ ჯგუფში მეორე ადგილზეა და პლეი ოფში მოხვედრის რეალური შანსი აქვს.