„ნაპოლისა’’ და „კომოს’’ შეხვედრა, რომელიც ნეაპოლელთა დამაჯერებელი გამარჯვებით 3:1 დასრულდა მხოლოდ მოედანზე მომხდარი ამბებით კი არა, მოედანს მიღმა ვნებათაღელვითაც გამოირჩეოდა, რამაც გულშემატკივრებსა და კომენტატორებს ლაპარაკის საბაბი მისცა. ცნობილმა ჟურნალისტმა ლუკა ჩერკიონემ სოციალურ მედიაში ერთ კონკრეტულ ეპიზოდს გაუსვა ხაზი. „ფაბრეგასი კვარაცხელიას ლანძღავდა, ყვითელი ბარათი კი რატომღაც კონტემ მიიღო’’, ― დაწერა მან.

ჩერკიონე წერს, რომ მსაჯმა ერმანო ფელიჩიანიმ ბევრი საეჭვო გადაწყვეტილება მიიღო. განსაკუთრებით აღსანიშნავია კემპფის მიერ ანგისას წინააღმდეგ უხეშობა. ჟურნალისტის აზრით, წესის ასეთი დარღვევისთვის არბიტრს კემპფისთვის წითელი ბარათი  უნდა ამოეღო.

„ფელიჩიანი შეხვედრას საერთოდ ვეღარ აკონტროლებდა’’, ― აღნიშნა ჟურნალიტმა და ხაზი გაუსვა იმ ჭეშმარიტებას, რომ მსაჯის არაადექვატურმა გადაწყვეტილეებმა შეიძლება მატჩზე ძალიან იმოქმედოს.

თუმცა, ჩერკიონე ვნებათაღელვის” სხვა მიზეზებსაც ხედავს: „შეხვედრა ასე ემოციური არ იქნებოდა „ნაპოლის” ელვასავით სტარტის შემდეგ გოლი რომ არ გაეშვა. გუნდის ძირითადი შემადგენლობა ისევ სტერილურად უტევს: ლუკაკუ ფასდაუდებელია, პოლიტანო სასარგებლო, კვარაცხელია კი ისე ნერვიულობს, რომ საკუთარ თავს საბოტაჟს უწყობს’’.