გიორგი გულიაშვილი: “ასეთ კლუბში როცა თამაშობ, პროგრესი გარდაუვალია” – FC Iberiaსაქართველოს ეროვნული ნაკრები ოქტომბერში ერთა ლიგაზე ორ მატჩს ჩაატარებს – „ჯვაროსნები“ 11 ოქტომბერს პოზნანში უკრაინას დაუპურისპირდებიან, 14 ოქტომბერს კი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ალბანეთს უმასპინძლებენ.

ამ მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა 23-კაციანი განაცხადი გამოაქვეყნა, რომელშიც ერთო დებიუტანტია – „სარაევოს“ 23 წლის ფორვარდი, ბოსნიის ჩემპიონატი ბომბარდირი გიორგი გულიაშვილი.

ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას 7 ოქტომბერს, პოლონეთში დაიწყებს.

მეკარეები გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), გიორგი ლორია („ომონია“ არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი („პანსერაიკოსი“, საბერძნეთი)

მცველები გურამ კაშია („სლოვანი“, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, პოლონეთი), გიორგი გველესიანი („პერსეპოლისი“, ირანი), სოლომონ კვერკველია („დინამო“ თბილისი), ლაშა დვალი (აპოელ, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი („კოპენჰაგენი“, დანია), ლევან შენგელია (ოფი, საბერძნეთი), საბა გოგლიჩიძე („ემპოლი“, იტალია)

ნახევარმცველები და თავდამსხმელები ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი („ლევანტე“, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი („ვოლფსბერგი“, ავსტრია), შოთა ნონიკაშვილი („ჩერკასი“, უკრაინა), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი“, ინგლისი), გიორგი წიტაიშვილი („გრანადა“, ესპანეთი), ზურიკო დავითაშვილი („სენტ-ეტიენი“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, იტალია), გიორგი გულიაშვილი („სარაევო“, ბოსნია და ჰერცეგოვინა), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე („ლიონი“, საფრანგეთი).