პორტალი Cies Football Observatory ფეხბურთთან დაკავშირებულ მონაცემებს ამუშავებს და სხვადასხვანაირ რეიტინგს ანგარიშობს. მან შეისწავლა საგოლე მომენტები, რომელთაც ტოპ 5 ლიგის ფეხბურთელები ქმნიან. საიტმა ამ ფეხბურთელებს დაამატა 60 მოთამაშე სხვადასხვა ლიგიდან, რომელთაც მიმდინარე სეზონში სულ მცირე 360 წუთი აქვთ ნათამაშევი.

საგოლე მომანტების შექმნის ინდექსს ანგარიშობენ ისეთი პასების სიხშირის მიხედვით, რომელთაც გოლი ან აშკარა საგოლე მომენტი მოჰყვა. აგრეთვე ითვალისწინებენ პრე-ასისტებს ანუ პასებს, რომელთა შემდეგ გაკეთდა საგოლე გადაცემა და პასებს, რომლის მერეც თანაგუნდელმა ბურთი მოწინააღმდეგე მცველების ზურგსუკან მიიღო.

Cies-ის გამოთვლებით ამ სეზონში ყველაზე მეტი საგოლე მომენტი ჯერჯერობით „პარი სენ ჟერმენის” 20 წლის პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ჟოაო ნევეშმა შექმნა. მისი ინდექსია – 99.4. მეორე ადგილზე მოდის „ჩელსის” 22 წლის მოთამაშე კოულ პალმერი (94.3), შემდეგაა „ვერდერის” 24 წლის რომანო შმიდი (90.9). სერია A-ს ყველაზე სახიფათო ფეხბურთელი გახლავთ ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც საერთოევროპულ რეიტინგში მეშვიდე პოზიცია უჭირავს. მისი კოეფიციენტია – 89.5.

ზემოთ ნახსენები დანარჩენი 60 ფეხბურთელიდან პირველ პოზიციაზე არის ლეო მესი – 98.2.

აქ, ჩვენ არ შევუდგებით იმის განხილვას თუ რომელ ლიგაში უფრო ძნელია საგოლე მომენტის შექმნა.