Napoli player Khvicha Kvaratskhelia injured during the Serie A match between SSC Napoli and AC Monza at Diego Armando Maradona Stadium on September...„ნაპოლიმ” მონცას მატეო პოლიტანოსა და ხვიჩა კვარაცხელიას გოლებით 2:0 მოუგო და 6 ტურის შემდეგ 13 ქულით სერია A-ს ცხრილს ლიდერობს. ქვემოთ გთავაზობთ ციტატებს, თუ როგორ აფასებენ კვარაცხელიას თამაშს იტალიური საიტები ამ შეხვედრაში

calciomercato — 7.0 „მონცასთან“ თამაში კვარაცხელიასთვის ყოველთვის საგანგებოა. „მონცა“ ის გუნდია, რომლის წინააღმდეგ ჩემპიონობის წელიწადს მან „მარადონაზე“ თავისი პირველი გოლები გაიტანა. მერედა რა გოლები. ჯერ მარცხნიდან შუაში შევიდა და საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა, მეორე კი მარცხნიდან გარღვევას მოჰყვა.

iamnaples — 7.5 კვარაცხელია „მონცას” მეკარის სტეფანო ტურატის კართან ცივსისხლიანი იყო, თამაშის მსვლელობისას მხოლოდ პოზიტიურად მოქმედებდა, მეტოქეები კი ცუდი მეთოდებით აჩერებდნენ. ყოველთვის, როდესაც ხვიჩა ბურთს იღებდა სტუმრების დაცვას კვეთდა, ხოლო თუ საქმე ითხოვდა, თავს არც დაცვაში ზოგავდა.

areanapoli — 6.5 (სიტყვიერი დახასიათების გარეშე).

eurosport  — 7.0 თავიდან ცოტა არ იყოს გაუჭირდა, შემდეგ „ისე რა“ დანაშაულისთვის ყვითელი ბარათი მიიღო, მერე კი კარგ დროს კარგ ადგილას აღმოჩნდა და თავის დასამკვიდრებელი გოლი შეაგდო. ამ გოლმა „ნაპოლის“ სამი ქულა დაუმტკიცა.

napolipiu — 9.0 დრიბლინგი, პასები, გოლი სახელმძღვანელოდან. ის იყო გუნდის წარმმართველი ძალა.

calcionapoli24 — 7.0 „მონცაზე” ყველას კვარაცხელიას დებიუტი გვახსენდება „მარადონაზე“, 2022 წელს, როდესაც 25-ე წუთზე მის დრიბლიგს გოლი მოაყოლა, 34-ზე კი მეორეც შეაგდო. მიმდინარე ჩემპიონატში ის არის ფეხბურთელი, რომლის ყველაზე მეტი შეტევა მთავრდება კარში დარტყმით. მან აგრეთვე კარგად გაითავისა კონტეს მოთხოვნები დაცვითი თამაშის დროს, ლუკაკუს პასების წყალობით კი შუიდანაც დიდი სიამოვნებით უტევს.

ilnapolista ― 7.0 კვარაცხელიას ჩემპიონობიდან აბსოლუტურ ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯი აკლდა: ხასიათი. ახლა ის ამ ხასიათს სულ უფრო და უფრო მკაფიო წვეთებად ღვრის: მოქმედებს მუშაობასა და თამაშს შორის. ის თავს უბრაზდება, გოლები გააქვს, ფეხებში დარტყმებს უძლებს და ჯანყდება. ის მოედნიდან გაბრაზებული გადის და ეს ძალიან მოგვწონს.

napolimagazine — 8.0 მან გვაჩვენა დრიბლინგი, გადაწყვეტილებები, მის წინააღმდეგ არღვევდნენ წესს, მიიღო ყვითელი, რომლის თავიდან აცილებაც შეიძლებოდა და გაიტანა შესანიშნავი გოლი.

Flashscore-მა კვარაცხელიას 7.5 დაუწერა, ხოლო whoscored-მა 7.2