ლუჩანო სპალეტიმ დიდებული ჟესტი გააკეთა: ცნობილი „პანდა დელო სკუდეტო” საჩუქრად ქალაქ ნეაპოლს გადასცა. ეს გახლდათ მანქანა-სიმბოლო, რომელიც „ნაპოლის” მესამე სკუდეტოს ეძღვნებოდა. ამიერიდან მას Santobono-Pausilipon Hospital-ში ნორჩ პაციენტებს გაახალისებს.
საქველმოქმედო აქცია ორშაბათს თავად სპალეტის მონაწილეობით გაიმართება. „ფიატ-პანდა” მოხატულია, ზედ ვეზუვის გამოსახულება აქვს დატანილი და აწერია ციფრი 3, რაც „აძურის” სკუდეტოთა რაოდენობას ნიშნავს.