„ნაპოლის“ ყოფილ კაპიტანს მარეკ ჰამშიკს „გაძეტა დელო სპორტმა“ ინტერვიუ ჩამოართვა. მილანურმა გაზეთმა სლოვაკს „აძურის“ თანამედროვე ფეხბურთელების მისი დროის მოთამაშეებთან შედარება სთხოვა:
კარში მორგან დე სანკტისი თუ ალექს მერეტი?
გამოცდილების გამო დე სანკტისი.
მარჯვენა მცველი კრისტიან მაჯო თუ ჯოვანი დი ლიორენცო?
დი ლორენცო, რადგან „ნაპოლის“ სკუდეტო მოუტანა.
ფაბიო კანავარო თუ ალესანდრო ბონჯორნო?
კანავარო.
რაულ ალბიოლი თუ ამირ რაჰმანი?
ალბიოლი.
ელსეიდ ჰისაი თუ ლეონარდო სპინაცოლა?
ჰისაი, რადგან ის ჩემი თანაგუნდელი იყო და საკუთარი გამოცდილებით ვიცი, რომ ძალიან საიმედო იყო.
ჟორჟინიო თუ სტანისლავ ლობოტკა?
რთული ასარჩევია. მოდი, ჩემი ქვენის ნაკრების ფეხბურთელს დავასახელებ: ლობოტკა.
ვალტერ გარგანო თუ ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა?
ანგისა, რადგან ფიზიკურად უფრო ძლიერია.
მარეკ ჰამშიკი თუ სკოტ მაკტომინეი?
შეიძლება ვთქვა, რომ ვერ ავირჩევ? მაშინ იყოს მაკტომინეი.
ხოსე კალეხონი თუ მატეო პოლიტანო?
კალეხონი.
ლორენცო ინსინიე თუ ხვიჩა კვარაცხელია?
ძალიან ძნელი არჩევანია. მაინც ლორენცოს დავასახელებ, რადგან კვარასთან არ მითამაშია, თუმცა ნამდვილი ვარსკვლავია. ლორენცო დავცაში მაინც მეტს აკეთებდა.
ედინსონ კავანი თუ რომელუ ლუკაკუ?
კავანი.