„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ 26-ე ტურის მთავარი ამბავი ის არის, რომ ლიდერი შეიცვალა. „ტორპედომ“ ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო, ამჯერად „სამგურალთან“ (1:0), „დილას“ გადაუსწრო და 54 ქულით ერთპიროვნულად გალიდერდა.
ქუთაისელები წყალტუბოელებთან მატჩში თავიდანვე რთულ მდგომარეობაში აღმოჩდნენ, მსაჯმა მე-16 წუთზე მათი კაპიტანი მერაბ გიგაური უხეშობისთვის გააძევა. მაგრამ სტივ კინის შეგირდებმა მაინც იყოჩაღეს და ბიორნ იონსენის გატანილი პენალტით მაინც გაიმარჯვეს. ეს ნორვეგიელის მე-17 გოლი გახლდათ მიმდინარე სეზონში და ის ბომბარდირთა დავას ისევ სათავეში უდგას.
„დილა“ „ბათუმთან“ დამარცხდა (1:2). ამისდაკვალად, ბათუმელებმა შეწყვიტეს 9-მატჩიანი მოუგებელი სერია.
საჭირო ქულები დაკარგა „იბერიამაც“ აუტსაიდერ „გაგრასთან“ (1:1).
„დინამო“ ფოთის „კოლხეთთან“ პირველი ტაიმის მიწურულისთვის 0:2 აგებდა, მაგრამ მაინც მოახერხა გამარჯვება. დინამოელება ნავსი ბოლოსკენ გატეხეს, როცა გვატემალელმა ოსკარ სანტისმა და ვასილიოს გორდეზიანმა შვიდწუთიან ინტრვალში ორჯერ აიღეს სტუმართა კარი.
„სამტრედიამ“ კი „თელავს“ უმნიშვნელოვანესი მატჩი მოუგო და ელიტაში დარჩენის შანსი დაიტოვა. კახური კლუბის კრიზისი კი სახეზეა, თელაველებმა ბოლო 10 შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვეს.
სამტრედია 2:1 თელავი
0:1 მარაქველიძე (37), 1:1 უბილავა (43), 2:1 არდაზიშვილი (52)
იბერია 1:1 გაგრა
0:1 ხარებაშვილი (5), 1:1 სიხარულიძე (90+5)
ტორპედო 1:0 სამგურალი
1:0 იონსენი (77 პენ)
გაძევება: გიგაური (16) – ტორპედო
დინამო 3:2 კოლხეთი
0:1 აბუაშვილი (41), 0:2 კლიმოვი (44), 1:2 დათუაშვილი (50 საკ. კარში), 2:2 სანტისი (87), 3:2 გორდეზიანი (90+4)
დილა 1:2 ბათუმი
0:1 მუჯირი (69), 0:2 გომისი (80), 1:2 მალი (90+3 საკ. კარში)
გაძევება: კალი (87) – დილა
მეგოლეები: ბიორნ იონსენი (ტორპედო, ნორვეგია) – 17, გიორგი კოხრეიძე (იბერია) – 14, ტაირელ ვაუტერი (დილა, ნიდერლანდები) – 13, გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი), ლუკა ხორხელი (სამგურალი), შოთა ნოიკაშვილი (იბერია/ჩერკასი უკრინა), ჩეიკნე სილა (იბერია, მალი) – 8