მსოფლიოს პირველ ჩოგანი იანიკ სინერი მარტში დოპინგზე ჩავარდა. თუმცა, ATP ეს ფაქტი გაატარა და სპორტსმენი არ დასაჯა. თუმც, იტალიელი ჩოგბურთელი ამ საქმიდან მშრალად მაინც ვერ გამოძვრება – საერთაშორისო ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) აპელაცია სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში (CAS) შეაქვს, რათა სინერი სხვებისგან არ განსხვავდებოდეს და კუთვნილი სასჯელი მიიღოს.
სასჯელი კი პატარა არ იქნება და სავარაუდოდ ხანგრძლივ დისკვალიფიკაციას მიიღებს. „დასკვნა იმის შესახებ, რომ სინერის ბრალეულობა არ იკვეთებოდა, არასწორია. WADA ითხოვს, რომ ჩოგბურთელმა მიიღოს დისკვალიფიკაცია ერთიდან ორ წლამდე“, – წერია WADA-ს განცხადებაში.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ WADA სინერის შედეგების გაუქმებას არ ითხოვს.
შეგახსენებთ, სინერი დოპინგზე მარტში ჩავარდა, ხოლო აგვისტოში დამოუკიდებელმა სასამართლომ გაამართლა. მაშინ იტალიელმა თქვა, რომ დოპინგი მის ორგანიზმში ფიზიოთერაპევტის ხელებიდან აღმოჩნდა, როდესაც ჭრილობის დასამუშავებლად იმ სპრეის იყენებდა, რომელიც კლოსტებოლს შეიცავს.
ჯერჯერობით, სინერი ისევ კორტზეა