იტალიური საიტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ „ნაპოლის“ ბელგიელი ფეხბურთელი სირილ ნგონგე „პალერმოსთან“ იტალიის თასის მეთექვსმეტედფინალურ შეხვედრაში გამორჩეული იყო. ამას მის მიერ პირველ 12 წუთში გატანილი ორი გოლი ადასტურებს. წამყვანმა გაზეთებმა და გამოცემებმა მისი თამაში შეაფასეს და დააფასეს. ნგონგემ გამორჩეული ყურადღება კიდევ იმით მიიპყრო, რომ მან გუნდს კვარაცხელიას არყოფნა არ აგრძნობინა.

„გაძეტა დელო სპორტმა“, ნგონგეს ქულა არ დაუწერა, მაგრამ აღნიშნა, რომ 24 წლის შემტევი ნახევარმცველი და გარემარბი ხვიჩა სწორედ კვარაცხელიას პოზიციაზე თამაშობდა და ამოცანას ჩინებულად გაართვა თავი. „ორი გოლი, დრიბლინგი, აფეთქებები: ის შეუჩერებელი იყო“, ― დაწერა ცნობილმა მილანურმა გამოცემამ და დასძინა: „მან კვარა გააკეთა”.

რომაულმა „კორიერე დელო სპორტმა“ ნგონგეს თამაში 8 ქულით შეაფასა. „ტუტოსპორტმა“ ბელგიელს 7 დაუწერა. ორივემ დანიელის მიერ 12 წუთში გატანილ ორ გოლს გაუსვა ხაზი.

ნეაპოლურმა გაზეთმა „ილ მატინომ“ კი ფეხბურთელის თამაში 7.5 ქულით შეაფასა.