გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” „ოსასუნას” უმასპინძლა. წარმოუდგენლად მოსაწყენი შეხვედრა 0:0 დასრულდა. როგორ უნდა შეფასდეს ეს შედეგი? როგორც ერთ-ერთი აუტსაიდერის მიერ ქულის მოპოვება თუ შინ ორი ქულის დაკარგვა?
მატჩის შემდეგ „ღამურების” მწვრთნელმა რუბენ ბარახამ თქვა: „ცხელი შუადღის შემდეგ მოედნის საფარმა ხელი არ შეგვიწყო. რასაკვირველია მოგება გვინდოდა, მაგრამ კარგია, რომ ქულა მოვიპოვეთ. ეს პოზიტიური მომენტი იყო. შეხვედრის მიწურულს ჩაკიდებები ვცადეთ, თუმცა ეს დღე ჩვენთვის იღბლიანი არ გამოდგა. „ოსასუნა”, ისევე როგორც „ჟირონა”, თავისი სათამაშო მოდელიდან გამომდინარე რთული მოწინააღმდეგეა. დღეს იყო ტიპიური მატჩი, რომელშიც ერთი გოლი ყველაფერს ცვლის. საბოლოოდ, 15 შესაძლებლიდან 1 ქულის მოპოვების შემდეგ ექვსიდან ოთხის აღება დინამიკის ცვლიელბაზე მეტყველებს”.
გიორგი მამარდაშვილი მთელი შეხვედრის განმავლობაში უსაქმოდ იყო. ერთადერთი ეპიზოდი, რომლის გამოც ის სხვადასხვა პორტალმა ახსენა გახლდათ ერთი შეხედვით საპენალტე სიტუაცია, როდესაც ქართველმა მეკარემ რაულ გარსიას ბურთზე ფეხი გაუკრა, მაგრამ დააბიჯა კიდეც. ამ მომენტს ქვემოთ ვიდეომიმოხილვაში ნახავთ.