სანიოლს სამშობლოში უხმობენ

Home სიახლეები სანიოლს სამშობლოში უხმობენ
სანიოლს სამშობლოში უხმობენ

Willy Sagnol: I'm very far from politics, who plays and who doesn't, it's  completely my decision - Georgia Todayსაფრანგეთის ლიგა 1-ში „სენტ-ეტიენმა“ ხუთი მატჩიდან ერთი მოიგო და ოთხი წააგო, განსაკუთრებით მტკივნეული ბოლო ტურში „ნიცასთან“ გამანადგურებელი მარცხი (0:8) იყო.  მართალია, ჯერჯერობით, ოლივიე დალ’ოლიო კვლავ პოსტზე რჩება, თუმცა, ჩანს, კლუბის ხელმძღვანელობამ გუნდში მწვრთნელის შეცვლაზე ფიქრი უკვე დაიწყო.

საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს ფრანგული პრესა – დალ’ოლიოს შესაძლო შემცვლელად სამი კანდიდატურა განიხილება, მათ შორის ერთ-ერთი კი საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი გახლავთ.

სანიოლი სენტ ეტიენშია დაბადებული და ეს კლუბიც, რომელიც საფრანგეთის 10-გზის ჩემპიონია, მისთვის მშობლიურია – სწორედ აქ დაიწყო ვილიმ პროფესიული საფეხბურთო კარიერა.

შეგახსენებთ, რომ „სენტ-ეტიენში“ ამ ზაფხულს ზურიკო დავითაშვილი გადავიდა, რომელმაც ხუთივე მატჩში მიიღო მონაწილეობა და ჯერჯერობით მის ანგარიშზე მხოლოდ ერთი საგოლე გადაცემაა.