ბუდაპეშტში, მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადაზე ბოლოსწინა ტურის პარტიები გაიმართა და ჩვენებმა, მედლის შანსი, ფაქტობრივად, დაკარგეს. ეს უფრო ქალებზე ითქმის, რომელიც მოგების შემთხვევაში ოქროს თუ არა, საპრიზო სამეულს მაინც მიუახლოვდებოდნენ.

ჩვენები ლიდერ ყაზახეთს ეთამაშებოდნენ და სამ დაფაზე უპირატესობა ჰქონდათ. თუმცა, შემდეგ შეცდომები და ფრე – 2:2. 10 ტურის შემდეგ: ინდოეთი, ყაზახეთი – 17-17; აშშ, პოლონეთი – 16-16; ესპანეთი, სომხეთი, საქართველო, უნგრეთი, აზერბაიჯანი – 15-15;

მე-11 ტურში ითამაშებენ: პოლონეთი-საქართველო; ყაზახეთი-აშშ; უნგრეთი-ესპანეთი; ინდოეთი-აზერბაიჯანი; სომხეთი-გერმანია; ჩინეთი-ვიეტნამი; უკრაინა-რუმინეთი.

საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა ფილიპინელებს სძლია – 2.5:1.5. პარტია მხოლოდ ლუკა პაიჭაძემ მოიგო, ხოლო მიხეილ მჭედლიშვილი, ნიკოლოზ კაჭარავა და ლევან ფანცულაია მეტოქეებს დაუზავდნენ. 10 ტურის შემდეგ: ინდოეთი – 19; ჩინეთი – 17; სლოვენია – 16 ქულა; რვა გუნდი 15-15 ქულა აქვს, საქართველო 14 ქულით მე-16 ადგილზეა.

მე-11 ტურში ითამაშებენ: საქართველო-პოლონეთი; სლოვენია-ინდოეთი; ესპანეთი-უნგრეთი; ჩინეთი-აშშ; უზბეკეთი-საფრანგეთი; სერბეთი-უკრაინა; სომხეთი-ირანი.

45th Chess Olympiad R08: India dominates open section, faces setback in women’s

წილი
წინა სტატიაახლა ჩაკვეს გუნდს სიტი ელის
შემდეგი სტატიაორი განსხვავებული შავი ლომი
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...