სანაკრებო პაუზის შემდეგ, ეროვნული ლიგის გათამაშბა განახლდა. გაიმართა 24-ე ტურის მატჩები, რომლებსაც სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვანი ცვლილება არ შეუტანია.
„იბერია“ აგრძელებს ტრიუმფალურ სვლას. ლევან კორღალიძის შეგირდებმა ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგეს, თანაც ოთხივეში სამ ბურთზე ნაკლები არ გაუტანიათ. ბათუმელებს კი რთული პერიოდი უდგათ, კრიზისი აშკარაა – მოქმედმა ჩემპიონმა ბოლო 8 შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა.
მოიგო „ტორპედომაც.“ ფაცაციასა და იონსენის გოლებით. ნირვეგიელისთვის ეს მე-14 გოლი გახლდათ სეზონში და ის კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს ბომბარდირთა დავას.
ლიდერი „დილა“ მხოლოდ 5 წუთის განმავლობაში აგებდა სტუმრად „დინამოსთან,“ კალანდაძის 83-ე წუთზე გატანილს 88-ზე გორელებმა ნიდერლანდელი ვაუტერის პენალტით უპასუხეს.
„დილა“ 48 ქულით კვლავ ლიდერია, თუმცა მეორე-მესამე ადგილებზე მდგარმა „იბერიამ“ და „ტორპედომ“ სხვაობა შეამცირეს და მას უკვე მხოლოდ სამი პუნქტით ჩამორჩებიან.
„თელავმა“ უშუალო კონკურენტ „გაგრასთან“ უმნიშველოვანესი თამაში წააგო – 0:1 და ცხრილში ადგილი გაუცვალა. „თელავში“ კვიპროსელი სპეციალისტის, პაბოს ხრისტოდულუს დებიუტი წარუმატებელი აღმოჩნდა.
ფრედ დასრულდა „იმერული დერბი“ „სამტრედიასა“ და „სამგურალს“ შორის – 2:2. სამტრედიელები ესპანელი ინგო მარტინის გოლით იგებდნენ, თუმცა პირველი ტაიმის მიწურულს ძმებმა ხორხელებმა ერთი წუთის ინტერვალში წინ გაიყვანეს სტუმრები. ლუკამ პენალტი ზუსტად დაარტყა, მალევე კი ნიკამ სტუმრები დააწინაურა. თუმცა სამტრედიელებმა მაინც შეძლეს გათანაბრება, თავი კამერუნელმა ეკონგოლომ გამოიჩინა.
იბერია 3:0 ბათუმი
1:0 სილა (45+1), 2:0 აგიავა (61), 3:0 გიზო მამაგეიშვილი (90+2)
თელავი 0:1 გაგრა
0:1 პაპუაშვილი (51)
ტორპედო 2:0 კოლხეთი
1:0 ფაცაცია (74), 2:0 იონსენი (90+1)
სამტრედია 2:2 სამგურალი
1;0 მარტინი (30), 1:1 ლუკა ხორხელი (44 პენ), 1:2 ნიკა ხორხელი (45+1), 2:2 ჩიტაიშვილი (67)
დინამო 1:1 დილა
1:0 კალანდაძე (83), 1:1 ვაუტერი (88 პენ)
გუნდი | თამაში | მოგება | ფრე | წაგება | ბურთები | ქულა |
---|---|---|---|---|---|---|
იბერია 1999 | 33 | 22 | 4 | 7 | 70:43 | 70 |
ტორპედო | 33 | 19 | 7 | 7 | 54:38 | 64 |
დილა | 33 | 17 | 11 | 5 | 54:28 | 62 |
ბათუმი | 33 | 13 | 10 | 10 | 39:38 | 49 |
სამგურალი | 33 | 10 | 9 | 14 | 48:47 | 39 |
დინამო | 33 | 9 | 12 | 12 | 32:38 | 39 |
გაგრა | 33 | 10 | 5 | 18 | 34:49 | 35 |
კოლხეთი | 33 | 7 | 13 | 13 | 42:56 | 34 |
თელავი | 33 | 7 | 9 | 17 | 27:40 | 30 |
სამტრედია | 33 | 5 | 12 | 16 | 31:54 | 27 |
მეგოლეები: ბიორნ იონსენი (ტორპედო, ნორვეგია) – 14, ტაირელ ვაუტერი (დილა, ნიდერლანდები) – 12, გიორგი კოხრეიძე (იბერია) – 10,