მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ახალი ჩემპიონია – 33 წლის ქართველმა ქამრისთვის ბრძოლაში ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა.

ბრძოლის თითქმის ყველა რაუნდი ქართველის უპირატესობით მიმდინარეობდა, მერაბი მეტოქეს კარგად აკონტროლებდა და ზუსტად ურტყამდა. საბოოლოდ, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გამარჯვებულად ქართველი გამოცხადდა.

დვალიშვილისთვის ეს UFC-ში ზედიზედ მე-11 გამარჯვება იყო. ტიტულისკენ მიმავალ გზაზე მან სამ ყოფილ ჩემპიონს – ჟოზე ალდოს, პიტერ იანს და ჰენრი სეხუდოს სძლია.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნით ადრე საჩემპიონო ქამარი კიდევ ერთმა ქართველმა, ილია თოფურიამ მოიპოვა.

წილი
წინა სტატიაქალების მოგება, კაცების ფრე
შემდეგი სტატიაშავმა ლომმა ბურგოსი წალეკა – 54:3!
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...